პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს საპატრიარქოში უმასპინძლა. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს, ე.წ. უკანონო საზღვრის კვეთის გამო დააკავა და მოგვიანებით, მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 28 დეკემბერს კი ის გაათავისუფლეს. ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დიდი წვლილი ქართველ მოჭიდავეებს მიუძღვით, რომელთა დახმარებითაც ექიმი ოჯახთან კონტაქტს ახერხებდა და სათანადო პირობებში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, დღეს პატრიარქმა, ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან ერთად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა…

მეტი

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია – ექიმი გორში იმყოფება

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია – ექიმი გორში იმყოფება

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ გორში იმყოფება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შესაძლებელი გახდა საერთაშორისო პარტნიორებთან სახელმწიფო უწყებების წარმატებული კოორდინაციის შედეგად. „ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად,…

მეტი

ოკუპირებულმა ცხინვალმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებულმა ცხინვალმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს. დავით ასათიანის ინფორმაციით, გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. „ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – წელიწადი და ცხრა თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, – წერს ასათიანი. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ.

მეტი

საოკუპაზიო ზოლთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

საოკუპაზიო ზოლთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, საოკუპაზიო ზოლთან, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები ავტობუსებით, ავტომობილებითა და მოტოციკლეტებით სოფელ ოძისისკენ დილით გაემართნენ. საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, რესპუბიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ოჯახს სოლიდარობა სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქცია საოკუპაციო ხაზთან 14:00 საათისთვის დაიწყება.

მეტი

ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება

ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 დეკემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

მეტი

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის КГБ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ფაქტს თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირებს

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის КГБ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ფაქტს თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირებს

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის (КГБ) განცხადებით, ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორების და ასევე, ოფიციალური თბილისის ყველა მცდელობა, რეიტინგის ასამაღლებლად, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები და ზეწოლა მოახდინონ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მთავრობაზე – უპერსპექტივოა. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია მტკიცებულებები, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ, საზღვრის დარღვევის ფაქტი წინასწარ დაგეგმილ ქმედებას წარმოადგენდა. ნოემბრის დასაწყისში, ვაჟა გაფრინდაშვილი, საზღვარგარეთ, ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის, ესტონეთში, სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა.  4…

მეტი

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ეროვნული ლიგა 1-ის ბინადარმა გუნდმა, ოფიციალურ გვერდზე ქართველი ექიმის მხარდამჭერი ბანერი გამოაქვეყნა. გუნდი, სრული შემადგენლობით, იმედოვნებს, რომ მედიკოსი ოჯახს უვნებელი და ჯანმრთელი დაუბრუნდება. “უკვე მე-13 დღეა, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ქართველი ექიმი – ვაჟა გაფრინდაშვილი. ბატონი ვაჟას მიმართ, საქმე აღძრულია “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით. საფეხბურთო კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ექიმს, მის ოჯახს და გვჯერა, რომ ის…

მეტი

გურამ კაშია: თავისუფლება ვაჟა ექიმს (ვიდეო)

გურამ კაშია: თავისუფლება ვაჟა ექიმს (ვიდეო)

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე კაპიტანი და სოციალური კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი, გურამ კაშია, უერთდება კამპანიას “თავისუფლება ვაჟა ექიმს”. ქართველი ფეხბურთელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვს. ვაჟა გაფრინდაშვილი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ქართველ ექიმს ორ თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა.

მეტი

“ბარსელონას” ექიმები უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

“ბარსელონას” ექიმები უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

ცნობილმა ესპანელმა მედიკოსებმა, რომლებიც საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” მუშაობენ, რამონ კუგატ ბერტომეუმ და მონსერატ გარსია ბალბეტომ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს თანადგომა გამოუცხადეს და კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ. ესპანელი ექიმების წერილს, სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი – “თავისუფლება ვაჟა ექიმს” ავრცელებს. “ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის…

მეტი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა იყენებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს. “რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ…

მეტი
1 2