უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფიჯი 12:8 დაამარცხეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფიჯი 12:8 დაამარცხეს

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა, გადამწყვეტ შეხვედრაში, ფიჯის ნაკრები 12:8 დაამარცხა და მომავალ წელსაც ელიტაში ითამაშებს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასკვნით 3 წუთში 23-ფაზიანი შეტევა აკინძეს, რომლის დროსაც 60 მეტრი დაფარეს, ბოლო დარტყმა მეტოქეს ვანო კარკაძემ მიაყენა, რომელმაც გამარჯვების ლელო გაიტანა და საქართველომ ფიჯი 12:8 დაამარცხა! ეს იყო ჩვენი გუნდის მეოთხე და უმნიშვნელოვანესი მატჩი არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. სწორედ ამ შეხვედრაში წყდებოდა, ვინ დაიბევებდა გაისად ელიტაში თამაშს და ვის მოუწევდა დასკვნით დღეს შოტლანდიასთან ბრძოლა….

მეტი

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ოქროს მედლებისა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრებს 20:10 სძლიეს და ტიტული შეინარჩუნეს. 18-წლამდე მორაგბეები ფინალამდე შთამბეჭდავად მივიდნენ, ჯერ გერმანიის ნაკრები 46:0 დაამარცხეს, შემდეგ კი რუსეთი 64:10 გაანადგურეს.

მეტი