ზელენსკის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები: ვინ არიან ადამიანები, ვისაც უკრაინის ახალი პრეზიდენტი ენდობა

ზელენსკის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები: ვინ არიან ადამიანები, ვისაც უკრაინის ახალი პრეზიდენტი ენდობა

პრეზიდენტობის მეორე საღამოსა და მესამე დილას უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ პირველ საკადრო გადაწყვეტილებებს მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა ახალი კადრები, პირველ რიგში, საკუთარ ადმინისტრაციაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დანიშნა. ზელენსკის ნდობის აღჭურვილ პირებს შორის აღმოჩნდნენ: იუმორისტული სტუდია “კვარტალი 95”-ის წევრი (ამ სტუდიის ვარსკვლავი, პრეზიდენტად არჩევამდე, თავად ზელენსკი იყო); ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული იურისტი და გენერალი, რომელიც ილოვაიკსთან გამართული ბრძოლების დროს უკრაინულ არმიას მეთაურობდა. მაშ ასე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრეი ბოგდანი დაინიშნა – 42…

მეტი