ზელენსკის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები: ვინ არიან ადამიანები, ვისაც უკრაინის ახალი პრეზიდენტი ენდობა

ზელენსკის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები: ვინ არიან ადამიანები, ვისაც უკრაინის ახალი პრეზიდენტი ენდობა

პრეზიდენტობის მეორე საღამოსა და მესამე დილას უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ პირველ საკადრო გადაწყვეტილებებს მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა ახალი კადრები, პირველ რიგში, საკუთარ ადმინისტრაციაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დანიშნა. ზელენსკის ნდობის აღჭურვილ პირებს შორის აღმოჩნდნენ: იუმორისტული სტუდია “კვარტალი 95”-ის წევრი (ამ სტუდიის ვარსკვლავი, პრეზიდენტად არჩევამდე, თავად ზელენსკი იყო); ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული იურისტი და გენერალი, რომელიც ილოვაიკსთან გამართული ბრძოლების დროს უკრაინულ არმიას მეთაურობდა. მაშ ასე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრეი ბოგდანი დაინიშნა – 42…

მეტი

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე ზელენსკი იმარჯვებს: ეგზიტპოლის მიხედვით, მას ხმათა 73,2% აქვს

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე ზელენსკი იმარჯვებს: ეგზიტპოლის მიხედვით, მას ხმათა 73,2% აქვს

ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, შოუმენი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდება. სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ მან ხმათა 73,2% მოაგროვა, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი ხმათა მხოლოდ 25,3% ერგო. ზელენსკი, დიდი უპირატესობით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში ლიდერობს. ყველაზე ნაკლებად მას ქვეყნის დასავლეთ ნაწილმა დაუჭირა მხარი, თუმცა პოროშენკო იქაც დაამარცხა (57% – 41,3%-ის წინააღმდეგ). ნაციონალური ეგზიტპოლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს და ის არ არის არც ერთ პოლიტიკურ კანდიდატსა თუ პარტიაზე დამოკიდებული. ინტერვიუსთვის შეირჩა ყოველი მე-12 ამომრჩეველი, რომელიც არასპეციალური…

მეტი

მსახიობი ზელენსკი თუ მოქმედი ლიდერი პოროშენკო – ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი?

მსახიობი ზელენსკი თუ მოქმედი ლიდერი პოროშენკო – ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი?

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას აგრძელებს, თუმცა ამ დროისთვის არსებული ვითარება, სავარაუდოდ, აღარ შეიცვლება: პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი და ქვეყნის მოქმედი ლიდერი – პეტრო პოროშენკო გადადიან. იულია ტიმოშენკოს მოუწევს, მესამე ადგილს დასჯერდეს და მარათონს გამოეთიშოს. უკვე დათვლილი ბიულეტენების თანახმად, ზელენსკი ხმათა 30%-ით ლიდერობს, პოროშენკოს კი მხარს ამომრჩეველთა მხოლოდ 16% უჭერს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა ქვეყანაში განსაკუთრებული ექსცესების და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა იულია ტიმოშენკო შედეგებთან…

მეტი

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო

დღეს უკრაინა პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ეს მეორე პრეზიდენტის არჩევნებია ევრომაიდნის შემდეგ. რა შედეგით დასრულდება პირველი ტური – ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მარათონში სამი ფავორიტი მონაწილეობს, აქედან – ვინ გადავა მეორე ტურში, გამოცნობა რთულია. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. ის, რომ მეორე ტური აუცილებლად შედგება, დღეს ეჭვი არავის ეპარება: წინასაარჩევნო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ვერც ერთი კანდიდატი  პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას…

მეტი

უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოები უერთდებიან

უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოები უერთდებიან

რუსეთის ეკლესია 200-ზე მეტმა სამრევლომ დატოვა.  მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უერთდებიან. ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის, ჯამში, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 204 სამრევლო შეუერთდა. სამრევლოების სურვილის და მზარდი სტატისტიკის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ათასობით მორწმუნე და სამრევლო შეუერთდება. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსგან 2019 წლის 6 იანვარს მიიღო.

მეტი

უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

რუსული გემების მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინული კატერებისთვის ცეცხლის გახსნისა და მათი დაკავების საპასუხოდ, უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. დღეს ამ საკითხზე უმაღლეს რადაში უნდა იმსჯელონ. დღესვე გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც მან უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებთან მიმართებაში განახორციელა, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ქვეყნის მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად შეაფასეს. საბჭოს წევრები 60 დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ და შესაბამისი წინადადება…

მეტი