საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება მაყურებლის გარეშე ჩატარდება

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება, საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, “დინამო არენაზე” მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამ ინფორმაციას “აჭარასპორტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. კორონავირუსთან დაკავშირებით, გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე, მოგვიანებით კი, სფფ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა და უეფას მატჩის გადადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უმაყურებლოდ თამაშის ჩატარება გამოსავალი არ არის. გულშემატკივარი ვერ დაესწრება მაკედონია-კოსოვოს შეხვედრასაც. სწორედ ამ ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული. მატჩი, “დინამო არენაზე” 26 მარტს გაიმართება….

მეტი

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიაშია

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ლატვიაში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი რიგაში უკვე ჩავიდა. ლატვიასთან მატჩისთვის ის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომლებმაც თბილისში ანდორას წინააღმდეგ ითამაშეს. თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებს, ტრავმის გამო, მომდევნო შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება. ეროვნული გუნდი ლატვიაში მატჩისწინა ვარჯიშს მასპინძელ სტადიონზე გამართავს. საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა ლატვიასთან შეხვედრაში: მეკარეები გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი),…

მეტი