უეფამ “დინამო თბილისის” მიმართ მკაცრი სანქცია არ შეცვალა

უეფამ “დინამო თბილისის” მიმართ მკაცრი სანქცია არ შეცვალა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, “დინამო თბილისის” აპელაცია, მათ მიმართ გამოტანილი მკაცრი სანქციის შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა. გუნდი ამ ინფორმაციას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. “სამწუხაროდ უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ფეიენორდთან მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის”,- ნათქვამია განცხადებაში. უეფამ “დინამო”, გაბალაში, ფანების მიერ გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, რომელიც ნაცისტურ სიმბოლოდ მიიჩნიეს. “დინამო თბილისსა” და “ფეინოორდს” შორის დაპირისპირება, 15 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.

მეტი

ბანერი, რომლის გამოც უეფამ “დინამო თბილისი”დასაჯა

ბანერი, რომლის გამოც უეფამ “დინამო თბილისი”დასაჯა

უეფას გადაწყვეტილებით, “დინამო თბილისი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას, “ფეინოორდის” წინაღმდეგ, “დინამო არენაზე”, 15 აგვისტოს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ამის მიზეზი კი, უეფას განმარტებით გახდა ბანერი, რომელიც ნაცისტურ სიმბოლიკას შეიცავდა, რიცხვით – 88. როგორც”დინამო თბილისმა” “რეკორდერს” განუმარტა, ბანერზე, არა 88, არამედ 1988 წელი აწერია, თარიღი, როდესაც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა კომპაქტურადდა ჯგუფურად დაიწყო გუნდის გასვლით თამაშებზე სიარული. სწორედ ამ თარიღს აღნიშნავს ბანერზე დატანილი წელი და სლოგანი – old school. კლუბში ამბობენ, რომ უეფაში გადაწყვეტილება უკვე…

მეტი

უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა – “ფეინოორდთან” მაყურებლების გარეშე

უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა – “ფეინოორდთან” მაყურებლების გარეშე

უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა -ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი, “ფეინოორდთან”, “დინამო არენაზე” მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას “ფეინოორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ჰოლანდიური კლუბი არ წერს იმ მიზეზებზე, თუ რატომ მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება, თუმცა საკუთარ გულშემატკივარს მოუწოდებს, თავი შეიკავოს 15 აგვისტოს მატჩზე დასასწრები ბილეთის გაყიდვისგან. კლუბის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა “დინამო” უეფას ამ გადაწყვეტილებას. “ფეინოორდი” იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც უკვე შეიძინა “დინამო არენაზე” დასასწრები ბილეთები, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. უეფას…

მეტი

ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით  32  091  027 ლარი გასცა

ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით  32  091  027 ლარი გასცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, 2016, 2017 და 2018 წელს გაცემული ხელფასის რაოდენობამ 32 091 027 ლარი შეადგინა. 2016 წელს, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხელფასების სახით, თანამშრომლებს  9 843 654 ლარი გადაუხადა, 2017 წელს – 11 597 373 ლარი, ხოლო 2018 წელს – 10 650 000 ლარი. დოკუმენტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Recorder-მა მოიპოვა, თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის შედგენილი და ის, ბოლო ყრილობაზე, ფედერაციის სუბიექტებს დაეგზავნათ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ხარჯებზე, 18 ივლისს ჩატარებულ ყრილობაზე, სფფ-ს არცერთ…

მეტი

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალური მატჩის თბილისში თამაში გაინაღდა. ეროვნულმა გუნდმა გათამაშების მეექვსე ტურში, “დინამო არენაზე” ყაზახეთის ეროვნულ ნაკრები  2:1 დაამარცხა. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძის ფლანგური გარღვევა შედეგიანი თავური დარტყმით გიორგი მერებაშვილმა დაასრულა. მატჩი კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო…

მეტი

ვლადიმირ ვაისი: ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს

ვლადიმირ ვაისი: ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს

უეფას ერთა ლიგის ბოლო მატჩამდე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ვლადიმირ ვაისმა, “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მოედანზე, ყაზახეთის წინააღმდეგ, ის საუკეთესო 11 ფეხბურთელი გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს. “ყაზახეთთან საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება. გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს….

მეტი

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გასამართი ტურნირების ფინალის მასპინძლობაზე, დღეისთვის, უეფას აღმასრულებელ კომიტეტში სულ 11 განაცხადია შესული. გამარჯვებული ქვეყნების ვინაობა, 2019 წლის ივნისში გაირკვევა. ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის, საქართველოსთან ერთად, ავსტრია და ესპანეთი იბრძვიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2020 წლის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი გასულ წელს საკუთარი სურვილით გააუქმა.  

მეტი