საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, 500 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. გენერალურმა პროკურატურამ, ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართა. საქალაქო სასამართლოში სხდომა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც წერეთელმა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს განუმარტა, მისი ოჯახი დღეს ბიზნესებს აღარ ფლობს და შემოსავალი 180 ლარიანი პენსიაა. მოსამართლემ ვახტანგ წერეთელს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თუ რა შემოსავალი აქვს ზოგადად წერეთლების ოჯახს, რათა გირაოს ოდენობა განესაზღვრა,…

მეტი

გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართა. პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ, 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. “ტვ  პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. საგამოძიებო უწყება მას  “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც ბიზნესმენის შვილი, ტელეკომპანია “ტვ პირველის” მფლობელი, ვახტანგ წერეთელი განმარტავს, მამამისი საქართველოში არ იმყოფება და დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს, საგამოძებო უწყებაში გამოცხადდება. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24…

მეტი

“ტვ პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა

“ტვ პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა

ტელეკომპანია “ტვ პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ განცხადებას არხი თავად ავრცელებს. “დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი

ვახტანგ წერეთელი: ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ

ვახტანგ წერეთელი: ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ

TV პირველის მფლობელი, ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს. ამასთან დაკავშირებით წერეთელი ინფორმაციას “ფეისბუქის” პირად გვერდზე თავად ავრცელებს. “პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ”, – წერს წერეთელი. საგამოძიებო უწყებაში კითხვები წერეთელთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით ექნებათ….

მეტი

1 აგვისტოდან, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის, “ერთსულოვნების” და “ტვ პირველის“ ეროვნული მაუწყებლობა შეწყდეს

1 აგვისტოდან, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის, “ერთსულოვნების” და “ტვ პირველის“ ეროვნული მაუწყებლობა შეწყდეს

1 აგვისტოდან, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის, “ერთსულოვნების” და “ტვ პირველის“ ეროვნული მაუწყებლობა შეწყდეს. ამის შესახებ კომპანია “სტერო +”-ის განცხადებაშია ნათქვამი. “1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ…

მეტი

“ტვ პირველის” ჟურნალისტი, ლევან ჩხაიძე დღეს ბუდაპეშტში გარდაიცვალა

“ტვ პირველის” ჟურნალისტი, ლევან ჩხაიძე დღეს ბუდაპეშტში გარდაიცვალა

“ტვ პირველის” ჟურნალისტი და “დღის ამბების” წამყვანი ლევან ჩხაიძე დღეს ბუდაპეშტში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, 33 წლის ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ლევან ჩხაიძე, სხვადასხვა დროს, ტელეკომპანია “იმედში”, “იბერიასა” და ბოლოს – “ტვ პირველზე” მუშაობდა. მას “დღის ამბები” მიჰყავდა. ჟურნალისტი, უნგრეთის დედაქალაქში, კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა. The Recorder უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

მეტი