სერგო შუღაროვი: ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახით კარგი საქმეების კეთებას თქვენთან ერთად

სერგო შუღაროვი: ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახით კარგი საქმეების კეთებას თქვენთან ერთად

კომპანია „ტრანსპორტერი“ ერთ-ერთ იყო მათგან, ვინც ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის, თბილისში გამართულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად, კომპანიის დირექტორი, სერგო შუღაროვი, სკოლის განახლებული დარბაზის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ბავშვებს ახალი დარბაზი და ინვენტარი მიულოცა. შუღაროვის განცხადებით, მათი კომპანია მზადაა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მსგავსი ტიპის აქტივობაში მონაწილეობა კვლავაც მიიღოს. სერგო შუღაროვი: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „ტრანსპორტერმა“ მიიღო მონაწილეობა სპორტულ აუქციონში, საიდანაც მიღებული თანხით უნდა განხორციელებულიყო საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის სკოლაში, სპორტული დარბაზის…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი