ქუთაისის “ტორპედო” ევროპას დაემშვიდობა, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შემდეგ ეტაპზეა

ქუთაისის “ტორპედო” ევროპას დაემშვიდობა, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შემდეგ ეტაპზეა

ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგას დაემშვიდობა. კახა ჩხეტიანის გუნდი კახა ცხადაძის “ორდაბასთან” შინაც დამარცხდა. იმერულ კლუბს გასვლაზე მინიმალური სხვაობით ჰქონდა წაგებული და შანსს ინარჩუნებდა შემდეგ ეტაპზე გასვლის. ყაზახურმა კლუბმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, კახა ცხადაძე წვრთნის, მეორე ტაიმის ბოლო 14 წუთში შეძლო “ტორპედოს” კარში ორი ბურთის გატანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მომავალი მეტოქე გაარკვია საჩხერის “ჩიხურამაც”, რომელმაც ლუქსემბურგის “ფოლა” გამოთიშა ასპარეზობას. შემდეგ ხუთშაბათს, სოსო ფრუიძის გუნდი შოტლანდიურ “აბერდინს” შეერკინება. “დინამო თბილისმა” შინ ანდორული “ენგორდანი” გაანადგურა…

მეტი

ქუთაისის მერსა და “ჰუალინგ ჯგუფს” შორის “ტორპედოს” თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა

ქუთაისის მერსა და “ჰუალინგ ჯგუფს” შორის “ტორპედოს” თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია “ჰუალინგ ჯგუფს” საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” თემაზე არ შეხვედრია და კომპანის არც ერთ წარმომადგენელთან არ უსაუბრია. როგორც “რეკორდერს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, მერი მხოლოდ კლუბის ამჟამინდელ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას შეხვდა და მისგან გუნდში არსებული ვითარება მოისმინა. ქუთაისის მერიის პრესსამსახური უარჰყოფს ინფორმაციას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და აზუსტებს, რომ გიორგი ღიჭვარიას მერობის დროს, “ტორპედოს” ბაზისა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის გასხვისება არ მოხდება ან თუ მოხდება, მხოლოდ ერთი პირობით – მისი დანიშნულება და ფუნქცია არ…

მეტი