ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც უმედლოდ დარჩა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100+კგ) უმედლოდ დარჩა. იმის ფონზე, რომ ქართველი ფალავანი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, იაპონელ ჰარასავასთან დიდ უპირატესობას ფლობდა, ძალიან მოულოდნელი გამოდგა მისი მარცხი და კიდევ უფრო მოულოდნელი ის, რომ მან მედლის მოპოვება საერთოდ ვერ მოახერხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, გურამ თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარით დამარცხდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ…

მეტი

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ლიპარტელიანმა ნახევარფინალში გამსვლელი შეხვედრა პორტუგალიელ ფონსეკასთან დათმო და ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, რეპეშაჟში ჰოლანდიელ მიხაელ კორელს შეერკინება. საქართველოს ნაკრებისთვის გუშინდელი საშეჯიბრო დღეც უიღბლო გამოდგა. ბექა ღვინიაშვილმა მარცხი განიცადა და მედლალს ვერ შეწვდა. ხვალ, მსოფლიო პირველობის საფინალო დღეს, ტატამზე მოქმედი ჩემპიონი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გამოვა.  

მეტი

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს პრიზიორია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს პრიზიორია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ირანელი საეიდ მოლაეი დაამარცხა და მესამე ადგილს დაეუფლა. ხვალ, მედლისთვის ბრძოლაში -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი ჩაერთვება. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. პლანეტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა (-60კგ).  

მეტი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები დღეს უმედლოდ დარჩა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები დღეს უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრები მედლების გარეშე დარჩა. -66 კგ წონით კატეგორიაში, ეროვნული გუნდის ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იცავდნენ. მარგველაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ეგვიპტელ ახმედ აბელრახმანთან, შემდეგ წრეში კი კორეელ კიმთან დამარცხდა. ბაგრატ ნინიაშვილმა გვინეელი და ავსტრალიელი მეტოქეების ბარიერი დაძლია, თუმცა მონღოლ იონდონპერენლეისთან დასანანი მარცხი განიცადა. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, გოლდენ სქორში კი ქართველმა მესამე  შიდო მიიღო და გამარჯვება მონღოლს დარჩა. ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში ლუხუმ ჩხვიმიანის…

მეტი