სუგა: ოლიმპიური თამაშების ჩატარება კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე არ არის დამოკიდებული

სუგა: ოლიმპიური თამაშების ჩატარება კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე არ არის დამოკიდებული

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის იოსიჰიდე სუგას განცხადებით, 2021 წლამდე გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება დამოკიდებული არ არის ახალი კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებაზე. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თამაშების ჩასატარებლად ვაქცინის შემუშავების პირობას არ აყენებენ,” – განაცხადა იოსიჰიდე სუგამ. თუმცა, ამასთან დასძინა, რომ პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ პირობებთან დასაბრუნებლად ვაქცინის როლი უდაოდ მნიშვნელოვანია. ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოფიციალურად გამოვიდა ოლიმპიური თამაშების გამარტივებული ფორმატით ჩატარების წინადადებით. გეგმის თანახმად, ოლიმპიადის ორგანიზება მოხდება…

მეტი

ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია, რადგან იმ სპორტსმენებმა, რომლებიც ტოკიოს თამაშებისთვის იბრძვიან, საწვრთნელი პროცესის განახლება მალე მოახერხონ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის პროტოკოლი დამტკიცა, სეოკ-ის პრეზიდენტი მასში ცვლილებების შეტანას სწორედ ოლიმპიური სახეობებისთვის ითხოვს, რადგან მისი აზრით, შეუძლებელია 14 დღე კარანტინში გყავდეს სპორტსმენი და ტესტირების შემდეგ, კვლავ ორი კვირა ავარჯიშო. ვინ გაიღებს სპორტსმენთა ვირუსზე ორჯერ ტესტირების ხარჯებს, გაგრძელდება თუ არა ფედერაციებისა და სპორტსმენების ფინანსური დახმარება მომავალ წლამდე, რამდენ ლიცენზიას ელოდება საქართველო ტოკიოს…

მეტი

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები გადაიდო

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები გადაიდო

2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, იაპონიის მთავრობისა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა დღეს მიიღეს. დადასტურებული ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება. ასევე გადაწყდა, რომ თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პალარიმპური თამაშები ტოკიო-2020″.

მეტი

ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ადამიანი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანია

ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ადამიანი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანია

ჩინეთში მიმდინარე ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ). ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზური ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან ბრძოლაში დათმო, მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში, რუსი არმან ადამიანი დამარცხა. ამ გამარჯვებით, ლიპარტელიანმა 900 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს დაემატება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ცინდაოს მასტერსი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ოქრო, დღეს 19 წლის ლაშა ბექაურმა (090კგ) ნიკა შერაზადიშვილთან დაპირისპირებაში მოიპოვა, ბრინჯაოს კი ვაჟა მარგველაშვილი )-66კგ) დასჯერდა.

მეტი

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ). ქართველმა ფალავანმა პლანეტის პირველობაზე 5 შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად მოიგო. 1/4 ფინალში, ჩხვიმიანმა ჩინური ტაიპეის წარმომადგენელს, ვენ იანგ იუნგს სძლია და ფინალში გასასვლელად იაპონელ ნაგაიამასა და ყაზახ სმეტოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამავე წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

მეტი

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. ქართველი სპორტსმენები ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან; სახელმწიფომ კი, შესაძლოა, იმ პრემიების რაოდენობა გაზარდოს, რომლებსაც ისინი ოლიმპიური მედლების მოპოვების შემთხვევაში აიღებენ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. შალვა გოგოლაძე განმარტავს, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი 4 წლიანი ციკლია, როდესაც ფედერაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, არც ერთ…

მეტი

ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური მედლები წარმოადგინეს (ფოტო)

ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური მედლები წარმოადგინეს (ფოტო)

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა XXXII ოლიმპიადამდე დარჩენილი ერთი წლის უკუთვლა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლების პრეზენტაციით აღინიშნეს. იაპონიის მასშტაბით გამოცხადებული მედლების კონკურსის შედეგად 400-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა. მათ შორის საუკეთესოდ სცნეს იაპონიის დიზაინერთა ასოციაციის და ოსაკას დიზაინერთა საზოგადოების ხელმძღვანელის იუნიჩი კავანიშის დიზაინით შექმნილი მედლების კომპლექტი. აღსანიშნავია, რომ ტოკიო-2020 მედლების პროექტის წყალობით, ოლიმპიურ მედლებთან თავისებური კავშირი აქვთ იაპონიის მოქალაქეებს. საქმე ის არის, რომ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის საჭირო 5 ათასი მედლის…

მეტი

ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. ეროვნულმა გუნდმა, საფრანგეთის ქალაქ კოლომიეში მიმდინარე შესარჩევი ტურნირის პირველ დღეს, სამიდან ერთი თამაში მოიგო, გატანილ-გაშვებული ქულებით მესამე ადგილოსნებს შორის რუსეთს აჯობა და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. ზაზა ლეჟავას გუნდმა პირველი შეხვედრა გერმანიასთან გამართა და 33:7 დამარცხდა. ინგლისთან, საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა. პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა დაცვასა და შეტევაში კარგად ითამაშეს, რაც ივანე ხელაიას ლელოთი დასრულდა, გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ბურთს…

მეტი

ტოკიო 2020: ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება

ტოკიო 2020: ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება

ტოკიოში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 17 ივნისიდან დაიწყება. ეს პატივი 10 ათას იღბლიან ადამიანს ერგება წილად. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა უკვე წარადგინეს ის უნიფორმა, რომლითაც მეჩირაღდნეები შეიმოსებიან. მეჩირაღდგნე შეიძლება იყოს როგორც იაპონელი, ისე მის გარეთ მცხოვრები ნებისმიერი უცხოელი, ასაკისა და შესაძლებლობების შეუზღუდავად, რომელიც მითითებულ ლინკს შეავსებს. მეჩირაღდნეთა უნიფორმები დამშვენებული იქნება იაპონიის ტრადიციული ელემენტებით, ესტაფეტის ოლიმპიური სიმბოლიკებით. აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლას ძალისხმევით, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია, უნიფორმები დამზადებული იქნება…

მეტი

გიორგი ასანიძე: არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი

გიორგი ასანიძე: არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში გამართული ევროპირველობა გუნდური პირველი ადგილითა და 15 მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა. ლიცენზიების კვოტა თითოეულ ქვეყანას მამაკაცებსა და ქალებში მხოლოდ 4 აქვს, პრეტენტენდი კი უფრო მეტია. უკვე ცხადია, რომ იაპონიაში ეროვნული გუნდის მძიმეწონოსნებიდან მხოლოდ ერთი წავა და ეს ლაშა ტალახაძე იქნება. როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი თურმანიძეს კარგად აქვს გააზრებული ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფება, თუმცა კაპიტანი გუნდს სჭირდება…

მეტი
1 2