წლის პირველი ბაშო ტოჩინოშინისთვის უიღბლოდ დაიწყო

წლის პირველი ბაშო ტოჩინოშინისთვის უიღბლოდ დაიწყო

ჰაცუ ბაშოს სტარტი ქართველი ტოჩინოშინისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ლევან გორგაძემ წლის პირველი ბაშოს შეხვედრა მონღოლ ჰოკუტოფუჯისთან გამართა და დამარცხდა. ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღის ადრე, ქართველმა ფალავანმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მისი გამოსვლა წლის პირველ ბაშოზე საერთოდ სათუო იყო, თუმცა ტოჩინოშინმა მაინც გარისკა და გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო. მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ბაშოზე მისი მიზანი ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებაა.  

მეტი

ტრავმის მიუხედავად, ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე გამოვა

ტრავმის მიუხედავად, ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე გამოვა

წლის პირველ ბაშოზე, ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, მიუხედავად ტრავმისა, მაინც გამოვა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოჩინოშინმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მისი მონაწილეობა ჰაცუ ბაშოზე სათუო იყო, თუმცა, დღეს ქართველმა ფალავანმა იაპონურ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მონაწილეობას მაინც მიიღებს. ჰაცუ ბაშოს ორთაბრძოლების განრიგი და ტოჩინოშინის მეტოქეების ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება ცნობილი. წლის პირველი ბაშო სტარტს 13 იანვარს აიღებს.

მეტი

“ჩაგვრა უღირსების საქმეა” – ტოჩინოშინი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

“ჩაგვრა უღირსების საქმეა” – ტოჩინოშინი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) – სუმოტორი, ოძეკი, იმპერატორის თასის მფლობელი, კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა. ტოჩინოშინმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და უმცროს გულშემატკივრებს მიმართა: „მერწმუნეთ, ძალადობა და ჩაგვრა უღირსების საქმეა. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი არასდროს ძალადობს და ჩაგრავს სხვას. იყავით სხვების დამცველები და არა მჩაგვრელები“, – ამბობს ტოჩინოშინი. კამპანიას „ძლიერები არ ძალადობენ“ სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ. სპეციალური მიმართვა მათ ამავე კამპანიის Facebook-გვერდზე გაავრცელეს.

მეტი
1 2 3