ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

ქართველმა ტოჩინოშინმა, ლევამ გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ბალანსი 3:0-ზე გაუხდა. გორგაძის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, ოკინოუმი იყო, რომელსაც აქამდე არც ერთი გამარჯვება არ ჰქონდა აქტივში. ლევანს არ გასჭირვებია მისი დაჯაბნა და სძლია კიდევაც. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ქართველ სეკივაკეს კიდევ 7 მოგება ესაჭიროება.

მეტი

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე მეორე გამარჯვება იზეიმა

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე მეორე გამარჯვება იზეიმა

გაზაფხულის სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა სეკივაკე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება იზეიმა. როგორც ჩანს, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, ქართველმა გოლიათმა რეაბილიტაცია მოახერხა და ის შესანიშნავად ასპარეზობს. ლევან გორგაძემ დაიეიშო ცურიდაშით გადადგა დოჰიოდან და აგრძელებს წაუგებლად ასპარეზობას. აღსანიშნავია, რომ დაიეიშო ტოჩიზე 10 კილოგრამით მეტს იწონის.

მეტი

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მოქმედ ჩემპიონს მოუგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მოქმედ ჩემპიონს მოუგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა საშეჯიბრო დღე ქართველი ტოჩინოშინისთვის, ლევან გორგაძისთვის კარგად დასრულდა. ქართველი გოლიათი ამ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, სეკივაკე ტამავაშის დაუპირისპირდა და ოშიდაშით მოუგო. ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, ამ გამარჯვებით, ლევანის ბალანსი 7-7 გახდა. ხვალ ჰარუ ბაშოს ფინალური დღეა და  ტოჩინოშინს გადამწყვეტი ბრძოლა ელის. ქართველ ოძეკს აუცილებლად მოგება სჭირდება, სხვა შემთხვევაში, ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს, ამიტომ ტურნირის ბოლო დღეს აუცილებლად მოგება ესაჭიროება.

მეტი

ოძეკების დაპირისპირება ტოჩინოშინის მარცხით დასრულდა

ოძეკების დაპირისპირება ტოჩინოშინის მარცხით დასრულდა

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღეს, ოძეკების დაპირისპირება ქართველი ტოჩინოშინის მარცხით დასრულდა. ლევან გორგაძე დასავლეთის პირველ ოძეკს, გოეიდოს დაუპირისპირდა. შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა გოეიდომ დოჰიოდან ქართველის გაყვანა მაინც მოახერხა. ამ მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინის ბალანსი 6:4-ზეა და მას, დარჩენილ ხუთ შეხვედრაში, აუცილებლად ორი მოგება ესაჭიროება ტიტულის შესანარჩუნებლად.  

მეტი

ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვება: შოდაი დამარცხებულია

ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვება: შოდაი დამარცხებულია

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ტოჩინოშინმა, ლევან გორგაძემ, მისთვის ძალიან უხერხული მეტოქე, შოდაი დაამარცხა და მიმდინარე ბაშოზე მეექვსე მოგება მიითვალა. აქილევსის ქუსლად ქცეული შოდაი ლევანმა უვატენაგეს უბრწყინვალესი გდებით დასცა დოჰიოზე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ხვალ, ტოჩინოშინი გოეიდოს შეებრძოლება. მისი ბალანსი 6:3-ზეა. იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს, ქართველს დარჩენილი 6 შეხვედრიდან ორის მოგება სჭირდება.

მეტი

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

ჰარუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ტოჩინოშინმა, ლევან გორგაძემ, მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქართველომა სუმოისტმა, მძიმე ბრძოლაში 226 კგ-იანი მონღოლი გოლიათი იჩინოჯო დაამარცხა. ამ მოგებით, ტოჩინოშინს ბალანსი 5:3-ზე გაუხდა და ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად, დარჩენილი 7 დაპირისპირებიდან სამი უნდა მოიგოს.

მეტი

ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება კომუსუბი მიტაკეუმისთან (ვიდეო)

ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება კომუსუბი მიტაკეუმისთან (ვიდეო)

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღეს, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ტოჩინოშინმა, ლევამ გორგაძემ. ქართველი სუმოისტი იაპონელ, კომუსუბი მიტაკეუმის დაუპირისპირდა და უვატენაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე, რითიც ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 4:2-ზე გაუხდა. მიუხედავად ტრავმისა, ტოჩინოშინი აგრძელებს გამოსვლას ჰარუ ბაშოზე და მას ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 8 მოგება ესაჭიროება. დარჩენილი ცხრა შეხვედრიდან, ლევანმა კიდევ ოთხი უნდა მოიგოს.

მეტი

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო დატოვა

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო დატოვა

ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე აღარ გამოვა. ქართველმა ტოჩინოშინმა, დღეს ჰაცუ ბაშოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან ის კიუჯოზე გადის და ტრავმირებული ფეხის მკურნალობას დაიწყებს. წლის პირველ ტურნირზე, ქართველ სუმოტორს, ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მარცხი დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ჰაცუ ბაშოდან თავის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მან ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მარჯვენა ფეხის მძიმე დაზიანება მიიღო, ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. მიუხედავად ტრავმისა, ტოჩინოშინმა მაინც გადაწყვიტა ჰაცუ ბაშოზე გამოსვლა, თუმცა დღეს უკვე სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მეხუთე საშეჯიბრო დღეს ის შოჰოძანს უნდა…

მეტი

ტოჩინოშინს ტრავმა ხელს უშლის – მიოგირიუმ ქართველს შეხვედრა შემოუტრიალა

ტოჩინოშინს ტრავმა ხელს უშლის – მიოგირიუმ ქართველს შეხვედრა შემოუტრიალა

ჰაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი ტოჩინოშინისთვის, რომელიც იაპონელ კომუსუბი მიოგირიუსთან დამარცხდა, რომელთანაც აქამდე 12 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, 7 კი – წაგებული. შეხვედრა კარგად დაიწყო ტოჩინოშინმა და უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა იაპონელმა, დოჰიოს პირას მდგომმა, შეძლო შემობრუნება და ლევან გორგაძის გაყვანა დოჰიოდან. აშკარაა, რომ ლევან გორგაძეს ტრავმა ძალიან უშლის ხელს და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, ის ოძეკის წოდებას დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ დღეს, ბაშოზე მონაწილე სამივე ოძეკი დამარცხდა.  

მეტი

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეორე შეხვედრაც წააგო

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეორე შეხვედრაც წააგო

როგორც ჩანს, ქართველი სუმოტორის, ლევან გორგაძის ტრავმა ძალიან მძიმეა. მან ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეც ძალიან ცუდად დასრულდა. ჰოკუტოფუჯისთან მარცხის შემდეგ, დღეს ტოჩინოშინმა მე-2 მაეგაშირა ნიშიკიგისთანაც წააგო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის სტარტზე, უკეთეს პოზიციაში ქართველი ფალავანი აღმოჩნდა, ნიშიგიკიმ მისი დოჰიოდან გაყვანა მაინც მოახერხა. ჰაცუ ბაშოზე, ლევან გორგაძემ ორიდან ორივე შეხვედრა დათმო. იმისთვის, რომ ოძეკის წოდება შეინარჩუნოს, ტოჩინოშინს ტურნირის დადებითი ბალანსის შენარჩუნება სჭირდება. ლევანის წარუმატებელი გამოსვლა იმით არის განპირობებული, რომ მან ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით…

მეტი
1 2 3