იაპონიაში ტოჩინოშინის ძეგლი დადგეს

იაპონიაში ტოჩინოშინის ძეგლი დადგეს

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს. ტურნირის ორგანიზატორებმა, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიაში სუმოისტები, მათ შორის ქართველი ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე ჩართეს, რომლის ქანდაკებაც რაგბის ბურთით ხელში იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაიდგა.

მეტი

იოკოძუნა კაკურიუ დამარცხებულია – ტოჩინოშინმა ოძეკობა დაიბრუნა! (ვიდეო)

იოკოძუნა კაკურიუ დამარცხებულია – ტოჩინოშინმა ოძეკობა დაიბრუნა! (ვიდეო)

ლევან გორგაძე ისევ ოძეკია! ნაცუ ბაშოს ბოლოს წინა საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ტოჩინოშინმა მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დოჰიოდან გადააგდო და ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ამ მოგებით, ლევანს ბალანსი 10:4-ზე გაუხდა და წინა ბაშოზე დაკარგული წოდებაც დაიბრუნა. გუშინ, აღმოსავლეთის მაეგაშირა ასანოიამასა და ტოჩის დაპირისპირებაში, მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს და ქართველის გამარჯვება წაგებად ჩათვალეს. ტოჩინოშინმა შეხვედრა ძალიან აგრესიულად დაიწყო და სასურველ შედეგამდე მიიყვანა.

მეტი

ტოჩინოშინს მსაჯებმა წააგებინეს (ვიდეო)

ტოჩინოშინს მსაჯებმა წააგებინეს (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე სკანდალური გამოდგა. ქართველი ტოჩინოშინისა და ბაშოს ლიდერის, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამას დაპირისპირებაში, მსაჯების მიკერძოებული გადაწყვეტილებით, დამარცხებულად ლევან გორგაძე გამოცხადდა, რასაც არა მხოლოდ გულშემატკივრების, არამედ კომენტატორების აღშფოთებაც მოჰყვა. დღევანდელი გამარჯვებით, ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულს დაიბრუნებდა, თუმცა მსაჯებმა, რამდენიმე წუთიანი ბჭობის შემდეგ, გადაწყვეტილება იაპონელის სასარგებლოდ გამოიტანეს. ამრიგად, ლევან გორგაძეს ბალანსი 9:4-ზე გაუხდა. ხვალ ის იოკოძუნა კაკარიუს დაუპირისპრიდება, რომელთანaც 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ სამი მოგებული. დარჩენილი ორი შერკინებიდან, ლევანმა ერთი უნდა მოიგოს,…

მეტი

ოძეკის ტიტულის დაბრუნება გადაიდო

ოძეკის ტიტულის დაბრუნება გადაიდო

ლევან გორგაძე, ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს, მე-4 მაეგაშირა აბისთან დამარცხდა და ოძეკის ტიტულის დაბრუნებას კვლავ 1 მოგება აშორებს. შეხვედრის სტარტზევე, ლევანმა პოზიცია ვერ შეიმაგრა, აბიმ კი მას ხელი კრა და დოჰიოდან გადააგდო. დღევანდელი მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინს ბალანსი 9:2-ზე გაუხდა. აბი და ტოჩინოშინი აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შეხვედრა ლევან გორგაძემ მოიგო.

მეტი

ტოჩინოშინს, ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, 1 მოგება აშორებს

ტოჩინოშინს, ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, 1 მოგება აშორებს

გაზაფხულის სუპერტურნირი, ნაცუ ბაშო იღბლიანი გამოდგა ქართველი გოლიათისთვის, ლევან გორგაძისთვის. ტურნირის მე-10 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა კომოსუბი მიტოკეუმის იოლად სძლია, ის იორკირით გაიყვანა დოჰიოდან და მეცხრე გამარჯვება მიითვალა. ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ქართველ ფალავანს მხოლოდ ერთი მოგება აშორებს, თუმცა მხოლოდ ოძეკის ტიტულში არაა საქმე. ლევან გორგაძე ტურნირის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. ხვალ, ტოჩი მეოთხე მაეგაშირა აბის დაუპირისპირდება, რომელიც ყველა შეხვედრაში დამარცხებული ჰყავს.

მეტი

შვიდიდან შვიდი – ტიჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოსაა

შვიდიდან შვიდი – ტიჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოსაა

გაზაფხულის სუპერტურნირის მეშვიდე საშეჯიბრო დღეს კვლავ დაუმარცხებელია ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე. სეკივაკე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს სძლია და ბალანსი 7:0-ზე აქვს. მასთან, ტოჩის 24 შეხვედრა ჰქონდა წაგებული და მხოლოდ ცხრა მოგებული, დღევანდელი გამარჯვებით სხვაობა ერთით შეამცირა. ხვალ ლევანი მე-2 მაეგაშირა ენდოს ხვდება. იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, ნაცუ ბაშოზე, დარჩენილი რვა დაპირისპირებიდან, გორგაძემ 3 უნდა მოიგოს. ამ დროისთვის, ის ტურნირის ლიდერია. მას ფეხდაფეხ იოკოძუნა კაკარიუ მიჰყვება.

მეტი

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ექვსიდან ექვსი შეხვედრა მოიგო

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ექვსიდან ექვსი შეხვედრა მოიგო

წლის მესამე სუპერტურნირზე კვლავ შეუჩერებელია ლევან გორგაძე. სეკივაკე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღეს, სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა. ქართველი გოლიათი ტურნირის ლიდერია და ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, მას იოკოძუნა კაკარიუ მიჰყვება კვალდაკვალ. იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, ლევან გორგაძემ დარჩენილი 9 შეხვედრიდან კიდევ ოთხი უნდა მოიგოს. ხვალ ქართველი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს შეერკინება, რომლიც ტოჩინოშინისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა.

მეტი

ხუთიდან ხუთი მოგება – ტოჩინოშინს ნაცუ ბაშოზე ვერ აჩერებენ

ხუთიდან ხუთი მოგება – ტოჩინოშინს ნაცუ ბაშოზე ვერ აჩერებენ

ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს ქართველი ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელი და შეუჩერებელია. ლევან გორგაძემ, მეხუთე შეხვედრაში პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის სძლია და მასთან პირადი ბალანსიც 3:3-ზე გაიხადა. გაზაფხულის სუპერტურნირის ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ქართველი სეკივაკეა, რომელსაც ხუთი გამარჯვება სჭირდება კიდევ იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. ხვალ ტოჩინოშინი სეკივაკე იჩინოჯოს შეერკინება, რომელთანაც 19 დაპირისპირებიდან 14 მოგებული აქვს.

მეტი

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე დაუმარცხებელია

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე დაუმარცხებელია

ქართველი ტოჩინოშინი, ლევან გორგაძე გაზაფხულის სუპერტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს კვლავ დაუმარცხებელია. ქართველმა გოლიათმა დღეს ტამავაში იორკირით გაიყვანა დოჰიოდან და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ბალანსი კი 4:0-ზე გაუხდა. იმისთვის, რომ ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, მას კიდევ 6 გამარჯვება ესაჭიროება. ხვალ, ლევან გორგაძე აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება.

მეტი

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

ქართველმა ტოჩინოშინმა, ლევამ გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ბალანსი 3:0-ზე გაუხდა. გორგაძის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, ოკინოუმი იყო, რომელსაც აქამდე არც ერთი გამარჯვება არ ჰქონდა აქტივში. ლევანს არ გასჭირვებია მისი დაჯაბნა და სძლია კიდევაც. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ქართველ სეკივაკეს კიდევ 7 მოგება ესაჭიროება.

მეტი
1 2 3