პირველად პირველ არხზე – 16 სექტემბრიდან ქართული სერიალები იწყება

პირველად პირველ არხზე – 16 სექტემბრიდან ქართული სერიალები იწყება

16 სექტემბრიდან საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ქართული დოკუმენტური და მხატვრული სერიალების ზოლს შესთავაზებს. პირველად საქართველოს პირველი არხის ისტორიაში, ქართული ორიგინალური პროდუქტი ყოველდღიურ რეჟიმში დაიკავებს პრაიმ ტაიმს. ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, 22:00 საათზე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს საქართველოს პირველი არხის ახალ დოკუმენტური სერიალი „პოლკოვნიკის დახეული წერილები“, რომლის რეჟისორი გიორგი ბარაბაძე, ხოლო სცენარის ავტორი მიშა ბასილაძეა. დოკუმენტური სერიალი ეყრდნობა „მწერალთა სახლის“ სავენტილაციო მილში აღმოჩენილ წერილს, რომელსაც ინგლისელი კომისარი სტოქსი საკუთარ ქვეყანაში გზავნიდა. წერილი საქართველოს იმდროინდელ ისტორიას სხვაგვარად აღწერს….

მეტი