ავღანეთში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა

ავღანეთში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა

ავღანეთში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. ტერორისტული აქტი ნანგარჰარის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჰასკა მეინას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე პარასკევის ლოცვის დროს განხორციელდა. მეჩეთის შიგნით დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შემდეგ შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

მეტი

137 დაღუპული: სისხლიანი კათოლიკური აღდგომა შრი-ლანკაში

137 დაღუპული: სისხლიანი კათოლიკური აღდგომა შრი-ლანკაში

სულ მცირე, 137 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა შრი-ლანკაში, ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. აფეთქებები დღეს მოხდა, როცა მთელი კათოლიკური სამყარო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა 6 ადგილას განხორციელდა: სამ ეკლესიაში -კოხჩაიკადეში, ნეგომბოსა და ბატიკალოაში აფეთქებები აღდგომის წირვის დროს მოხდა, ასევე, შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდნენ კოლომბოში მდებარე სასტუმროები: The Shangri La, Cinnamon Grand და Kingsbury. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ქვეყნის დედაქალაქ ნეგომბოში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში – წმინდა სებასტიანის სახელობის ტაძარში მომხდარი თავდასხმაა ასახული…

მეტი

უტრეხტის თავდამსხმელი დაკავებულია – თავდასხმის მოტივები კვლავ დაუზუსტებელია

უტრეხტის თავდამსხმელი დაკავებულია – თავდასხმის მოტივები კვლავ დაუზუსტებელია

ნიდერლანდებში 37 წლის ეროვნებით თურქი ჰეკმენ ტანისი დააკავეს, რომელსაც უტრეხტში, შეიარაღებული თავდასხმის მოწყობისთვის ეძებდნენ. სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი – დაშავდა. ეჭვმიტანილის დაკავების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.   ინციდენტი ტრამვაიში, ქალაქის ცენტრთან ახლოს, ადგილობრივი დროით 10:45 წუთზე მოხდა. პოლიცია თავდასხმის ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავს. სამართალდამცველები თვლიან, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა, როგორც აცხადებენ, არც რამდენიმე თავდამსხმელის არსებობის ვერსია გამოირიცხება. ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, უტრეხტში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალური, მე-5-დან მე-4 დონემდე შემცირდა. ფოტოები: @POLITIEUTRECHT / TWITTER,…

მეტი

FBI-მ დააკავა პირი, რომელმაც ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და ტელეკომპანია CNN-ის აფეთქება სცადა

FBI-მ დააკავა პირი, რომელმაც ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და ტელეკომპანია CNN-ის აფეთქება სცადა

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდის ქალაქ პლანტეიშენში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 13 საფოსტო ბომბის დამზადებასა და გაგზავნაშია ეჭვმიტანილი. ადრესატებს შორის იყვნენ: ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, დემოკრატი სენატორები – კორი ბუკერი და კამალ ჰარისი, ასევე, ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კლეპერი. მსგავსი საფოსტო ამანათები ხელნაკეთი ბომბებით, ასევე გაიგზავნა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-სა და მსახიობ რობერტ დე ნიროს რესტორანში. ყველა გაგზავნილ მისამართზე საფოსტო ბომბების წინასწარ აღმოჩენა და გაუვნებელყოფა მოხერხდა. შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ აფეთქებულა….

მეტი