3 დაღუპული და 9 დაჭრილი – ჰოლანდიაში ტერორისტული განგაშია გამოცხადებული

3 დაღუპული და 9 დაჭრილი – ჰოლანდიაში ტერორისტული განგაშია გამოცხადებული

ჰოლანდიაში ტერორისტული განგაში გამოცხადდა. ქვეყნის აეროპორტსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრებულია. მობილიზებულია სპეცრაზმი და ანტიტერორისტული დანაყოფები. სტუდენტურ ქალაქ ულტრეხტის მომხდარი სროლების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა, 9 კი მძიმე დაზიანებებით კლინიკებში მოათავსეს. ქალაქში სიმყუდროვე დილის 10:45 წუთზე დაირღვა, მაშინ, როდესაც სროლები ხმა ტრამვაიში გაისმა. მალევე გაირკვა, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი უმისამართოდ გახსნა და მიმალვა მოახერხა. ადგილზე, ამ დრომდე, სპეცდანაყოფები მუშაობენ. პოლიციამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქალაქი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. გადაკეტილია ყველა გასასვლელ-შემოსასვლელი და…

მეტი

“მოდი, დავიწყოთ წვეულება” –  ტერაქტი Facebook Live-ში

“მოდი, დავიწყოთ წვეულება” –  ტერაქტი Facebook Live-ში

ახალი ზელანდია შოკშია.  ქვეყნის ყველაზე დიდ, სამხრეთის კუნძულზე მდებარე, ერთი შეხედვით – უსაფრთხო ქალაქ კრაისტერჩერჩის მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმებს, ამ დროის მონაცემებით, 49 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით დაჭრილი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკებშია გადაყვანილი. ტერაქტის ქრონიკები თავდასხმების სერია პარასკევის ლოცვის შემდეგ, ქალაქის ორ – მასიდ ალ ნოორისა და ლინვოდის მეჩეთებში მოხდა, რომლებიც ერთმანეთთან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. ექსტრემისტი მკვლელი, 17 წუთის განმავლობაში, ადამიანებზე შეიარაღებულ თავდასხმას თავზე დამაგრებული მცირე ზომის კამერით (GoPro) იღებდა. შიშისა და ავადმყოფური იდეოლოგიის გასავრცელებლად, ავსტრალიელი,…

მეტი

დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი – წარწერები ტერორისტების იარაღზე

დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი – წარწერები ტერორისტების იარაღზე

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე – 40 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული Daily Mail თავდამსხმელების იარაღის მჭიდის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს წარწერა ქართული ასოებით – დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი. ვაზნაზე, ქართველი მეფის გარდა, სხვა ისტორიული პირებების სახელებიც წერია, როგორებიც არის: ტრაფარგალის ბრძოლის მონაწილე ადმირალი ედუარდ კოდრინგტონი და რუსი ადმირალი დიმიტრი სევიანიმი. მომხდარს სპეციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. “უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები….

მეტი

ტრამპს პიტსბურგის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალთან საპროტესტო აქციით დახვდნენ

ტრამპს პიტსბურგის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალთან საპროტესტო აქციით დახვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პიტსბურგში ტერორისტული აქტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. გასულ შაბათს სინაგოგაში – „სიცოცხლის ხე“, ანტისემიტური თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ტრამპთან ერთად ტერაქტის ადგილას მივიდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, პრეზედენტის ქალიშვილი ივანკა, მეუღლის – ჯარედ კუშნერის თანხლებით და ფინანთა მინისტრი სტივენ მნუჩინი. კუშნერიც და მნუჩინიც იუდეველები არიან, ისევე, როგორც თავად ტრამპის ქალიშვილი – ივანკა, რომელმაც იუდაიზმი გათხოვების შემდეგ მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტის სამძიმრის ვიზიტს პიტსბურგში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციით შეხვდა. პიტსბურგის მერი, დემოკრატი ბილ…

მეტი