M1 კატეგორიის ელექტროძრავიანი ავტომობილების ინსპექტირების საფასური 20 პროცენტით მცირდება

M1 კატეგორიის ელექტროძრავიანი ავტომობილების ინსპექტირების საფასური 20 პროცენტით მცირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნული ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში შევიდა. ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექინსპექტირების საფასური ასეთი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 48 ლარი იქნება. რეგლამენტის თანახმად, M1 კატეგორიისაა ავტოტრანსპორტი, რომელსაც მძღოლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…

მეტი