ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ “ევროპული საქართველოს” ლიდერები, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც. “დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მივიდა.

მეტი

თეა წულუკიანი: “კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში”

თეა წულუკიანი: “კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის გაცხადებით, კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. განცხადება ამის შესახებ, წულუკიანმა მთავრობის დღევანდელის სხდომის შემდეგ გააკეთა. “ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს” — განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გაცემული დაპირება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით,  არ…

მეტი

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილისა საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სრული მარცხით დასრულდა. “გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე, ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა…

მეტი

სამთავრობო ცვლილებები თეა წულუკიანის გადადგომით იწყება?

სამთავრობო ცვლილებები თეა წულუკიანის გადადგომით იწყება?

“ქართულ ოცნებაში” ცვილილებების კვირა იწყება – ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა და დღეს თეა წულუკიანმაც დაადასტურა, რომ შესაძლოა, პოსტი დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანს პარტიაში ბოლოდროინდელი ცვლილებები არ მოეწონა და გადაწყვიტა, გუნდს ჩამოშორებოდა. თუმცა, როგორც თავად აცხადებს, ის ამ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გუნდი მის პოზიციას არ გაიზიარებს. “ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის. მიმდინარეობს დისკუსია, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი”,- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, დაწყებულია თუ არა…

მეტი

თეა წულუკიანი: არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი!

თეა წულუკიანი: არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი!

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, დღეს გამართულ ბრიფინგზე უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების თემას შეეხო და განაცხადა, რომ ვისზეც არ უნდა გავრცელეს ის, ეს მიუღებელია. მინისტრი ქალების მიმართ განხორციელებულ ტერორს გმობს და აცხადებს, რომ დედამიწაზე არ არსებობს ქალი, რომელიც ფარ-ხმალს დაყრის, რადგან ქალები ძლიერები არიან. “მე ვფიქრობ იმას, რასაც ვფიქრობდი ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, სამი წლის წინ და რასაც ვიფიქრებ მუდამ. ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი − იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ…

მეტი