უსახსრობის გამო, დათა ქაჯაია TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს

უსახსრობის გამო, დათა ქაჯაია TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს

ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს. ამის მიზეზი კი ფინანსების არქონაა. სპორტსმენი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: “მეგობრებო! ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოსტის დაწერა მიწევს: არასაკმარისი ფინანსური სახსრების გამო იძულებული ვართ შევწყვიტოთ ასპარეზობა TCR-ის ევროპის ჩემპიონატზე. მოგეხსენებათ, რა რთულია დაფინანსებით დაინტერესებული კერძო კომპანიების პოვნა საქართველოში 😐 ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ჩემს სპონსორებში, ჩემს მხარდამჭერებში და ჩემს გულშემატკივრებში ვინც გვერდში მედექით და აქამდე მომიყვანეთ”, – წერს დათა ქაჯაია.

მეტი