TCR Europe-ს მეოთხე ეტაპი დათა ქაჯაიამ 20 ქულით დაასრულა

TCR Europe-ს მეოთხე ეტაპი დათა ქაჯაიამ 20 ქულით დაასრულა

დასრულდა TCR ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი. რბოლები ფორმულა 1-ის ცნობილ ავტოდრომზე, რედ-ბულ რინგზე, ავსტრიაში გაიმართა. გასულ ეტაპებთან შედარებით, საკმაოდ შედეგიანი რაუნდი იყო ერთადერთი ქართველი მონაწილისთვის, დათა ქაჯაიასთვის, რომელმაც 20 ქულა მოიპოვა და ამით ერთგვარად დააკომპენსირა პირველი ორი ეტაპი, როცა ავტომობილის ტექნიკური პრობლემების გამო, ქართველი არც ისე სახარბიელო პოზიციებზე აღმოჩნდა. რედბულრინგზე გასაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქაჯაიას კვალიფიკაციის შედეგები, სადაც მან მე- 4 საუკეთესო დრო აჩვენა მონაწილე 29 მანქანას შორის, რაც თავის კლასში, ანუ “ფოლკსვაგენ გრუპში” (სადაც შედის…

მეტი

TCR Europe: დათა ქაჯაია პოდიუმზე ასასვლელად ემზადება

TCR Europe: დათა ქაჯაია პოდიუმზე ასასვლელად ემზადება

ძარიანი ავტომობილების პრესტიჟული ტურნირის, TCR Europe-ს მეოთხე ეტაპს, 13-14 ივლისს ავსტრიის რედ-ბულ -რინგის ტრეკი უმასპინძლებს. მესამე ეტაპზე მომხდარი ინციდენტისა და უიღბლობის შემდეგ, ქართველი მრბოლელის, დათა ქაჯაიას გუნდი და მანქანა მწყობრშია და სპორტსმენი პოდიუმზე ასასვლელად ემზადება. “ქართული სპორტული მიღწევებით საკმაოდ გადატვირთული ზაფხული გვაქვს! ტრადიციული და ოდითგანვე პოპულარული სახეობების გვერდით არანაკლებ წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენები წარმოადგენენ  საქართველოს ჩვენთან შედარებით ახლად ფეხადგმულ სახეობაში – ავტოსპორტში. ერთ-ერთი მათგანია ტიტულოვანი მრბოლელი დათა ქაჯაია, რომელიც წელს ევროპის ჩემპიონატზე, ძარიანი ავტომობილების ყველაზე…

მეტი