საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. გარდა ირაკლი ოქრუაშვილისა, მისამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში რჩებიან 20 ივნისის აქციის გამო დაკავებული თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილიც. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. ოქრუაშვილის უფლებადამცველმა, მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს და განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში რამდენიმე ადამიანი უდგება, მათ შორის არის ჟურნალსტი, ინგა გრიგოლია და ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ…

მეტი

“რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

“რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს,  კახა დამენიას, საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გადაწყვეტილება რამდენი წუთის წინ გამოაცხადა. დღესვე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, რაც ჩადენილია შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით.

მეტი

ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა

ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ერთ-ერთი მტიცებულების სახით, ეკლესიიდან ცნობა წარადგინა. ცნობა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტერშია შედგენილი და ის ლევან ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება. ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა 21 აპრილს დააკავეს. ჩხრეკისას ბრალდებულისგან 0.5 გრამი კოკაინი და კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული…

მეტი