მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება

მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება

2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. „მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. ქალაქში…

მეტი

ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს,  სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, “ნიუ ჰოსპიტალის” კლინიკაში გაიმართა, სადაც ჯიშკარიანი მკურნალობას გადის. 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ამასთან, მოსამართლემ, ბრალდებულს დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება და საქმის მოწმეებთან კომუნიკაციაც აუკრძალა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარედგინა. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

მეტი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, უბედური შემთხვევის ადგილზე გამათბობელი თვითნებურად იყო დამონტაჟებული

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, უბედური შემთხვევის ადგილზე გამათბობელი თვითნებურად იყო დამონტაჟებული

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის 67 ნომერში მომხდარი უბედური შემთხვევა თვითნებურად დამონტაჟებულ გამათბობელს უკავშირდება. “გამათბობელი იყო დამონტაჟებული თვითნებურად, რომლის შედეგადაც,    ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე, მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მინდა ავღნიშნო, რომ  არის დიდი უბედურება და  მინდა, მივუსამძიმრო ყველას”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ შემთხვევის ადგილზე. უბედური შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა, სადაც 67 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ორი – მამა-შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე,…

მეტი