გაუსაძლისი ვითარება და საცობები თბილისის მეტროში (ვიდეო)

გაუსაძლისი ვითარება და საცობები თბილისის  მეტროში (ვიდეო)

უკვე მეორე კვირაა დედაქალაქის მეტროპოლიტენში გაუსაძლისი ვითარებაა. ტაქსების რეგულაციის შემდეგ მეტროთი გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. ხალხის დიდ ნაკადს ვერც თავად მატარებლების რაოდენობა და ვერც მეტროსადგურების მოცულობა უმკლავდება. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია სადგურის მოედანზე, სადაც ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს. აქ, მოქალაქეებს მინიმუმ 20 წუთი ჭყლეტვაში დგომა და გზის გაკვლევა უწევთ.  

მეტი

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

თბილისის  მერმა, კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება. “სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2018 წლის ბოლოსთვის  ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის  ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და  სადგურების მოწესრიგების მიმართულებით. დღეს მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატა. შემადგენლობების დამატების მიზანი მოცდის პერიოდის შემცირებაა, განსაკუთრებით, პიკის საათებში….

მეტი