ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ ლანდშაფტური განაშენიანება იქნება შესაძლებელი

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ ლანდშაფტური განაშენიანება იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება. მაია ბითაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც ლანდშაფტური განაშენიანების გარდა, ნებისმიერი სხვა ტიპის მშენებლობას ან მის გასხვისებას კატეგორიულად  გამორიცხავს. „ბოტანიკური ბაღის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი. კანონმდებლობაში კარგად უნდა გაერკვეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს და აბსურდს ავრცელებს. ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან  მაღალი …

მეტი

ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ავლაბარში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი თეოდორე აფანასიევის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერი, მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კახა კალაძე ადგილობრივებს პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას დაჰპირდა. თბილისის მერის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, წლების განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. „ისნის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით,…

მეტი

კახა კალაძემ მეგობარ პარლამენტარს თაბორის მთაზე მშენებლობის უფლება არ მისცა

კახა კალაძემ მეგობარ პარლამენტარს თაბორის მთაზე მშენებლობის უფლება არ მისცა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხს შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და იმ ფაქტისა, რომ იმ ზონებით, რომელიც ნაკვეთს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა, თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის. “ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ბექა ჩემი მეგობარია, მე დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა და ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია,…

მეტი

თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია 20 ოჯახს ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. “საცხოვრებელ ფართებს, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ,  ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ იკანონებენ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრ ოჯახს მივანიჭეთ ეს ბედნიერება. დღეს 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, მათგან 18 ოჯახს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ ოჯახს…

მეტი

დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის განთავსება მკაცრად გაკონტროლდება

დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის განთავსება მკაცრად გაკონტროლდება

დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების  განთავსება მკაცრად გაკონტროლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების  მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების სახით, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. “ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვაღელვებს და პირველივე დღიდან, როდესაც უფლებამოსილება ოფიციალურად გადმოგვეცა, ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით შემუშავდა…

მეტი

კახა კალაძე: განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია

კახა კალაძე: განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია

“განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური კუთხით. ახალგაზრდებს და ხშირად, მათ ოჯახებს ვალების აღება უწევდათ, რათა ხარისხიანი განათლება და შესაბამისად, ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა მიეღოთ.” –  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისაუბრა, სადაც ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია შედგა. თბილისის მერის თქმით, მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი საგანმანათლებლო ინიციატივა ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით,  თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს…

მეტი

თბილისის მერიას ორ თვეში ავტობუსების ახალი სამარშრუტო სქემა ექნება

თბილისის მერიას ორ თვეში ავტობუსების ახალი სამარშრუტო სქემა ექნება

ფრანგული კომპანია “სისტრა” თბილისის მერიას  2 თვეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებას დაახლოებით 1 წელი  დასჭირდება. “სისტრამ” ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით,  გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. დღეისათვის უკვე შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები. ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი მარშრუტების განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა. გეგმის თანახმად, ახალი სამარშრუტო სქემა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულად იმუშაონ….

მეტი

თბილისში პარკირების წესი იცვლება

თბილისში პარკირების წესი იცვლება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება, პირველი არეალი კი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაა. „ყველამ ვიცით, რომ თბილისს მრავალი გამოწვევა აქვს და თითოეული მათგანის დაძლევა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ყველა…

მეტი

თბილისის მერი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა შვედეთის ელჩს თბილისში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ავტობუსების არსებული პარკის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე, ამავე მიზნით, მიმდინარეობს მეტროს რეაბილიტაცია და მოძრავი შემადგენლობების დამატება; დაგეგმილია მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტის განხორციელება. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მერმა შვედეთის ელჩს ტაქსებით მომსახურების მოწესრიგების მიმართულებით…

მეტი

კახა კალაძე თქვენს კითხვებს დღეს, პირდაპირ ეთერში უპასუხებს  

კახა კალაძე თქვენს კითხვებს დღეს, პირდაპირ ეთერში უპასუხებს   

დღეს საღამოს 21:00 საათზე თბილისის მერი, კახა კალაძე და მისი მოადგილეები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ. Facebook LIVE თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საზოგადოებასთან მსგავსი კომუნიკაცია  მერისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა ამ ფორმატში (მოადგილეებთან ერთად) ჩართვა პირველად განხორციელდება.      

მეტი
1 6 7 8 9 10