ბუშის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე მწვანე თარგები, ჯამში, 7 ჰექტარზე განახლდება

ბუშის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე მწვანე თარგები, ჯამში, 7 ჰექტარზე განახლდება

ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ბუშის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მერის მოადგილემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დაკავებული კონტრაქტორი სხვა კომპანიით ჩანაცვლდა. „კომპანიას, რომელიც გეგმა-გრაფიკს არღვევდა, ხელშეკრულება შეუწყდა. ბუნებრივია, მას თანხა არ ანაზღაურებია. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე არსებულ თარგს, არამედ, მთლიანად, კახეთის…

მეტი

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “მინდა ეროვნული დღე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, მივულოცო სრულიად საქართველოს. 101 წლის წინ, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა, მალევე დავკარგეთ. 70 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ფასად, მაგრამ ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თავგანწირვითა და ერთიანობით შევძელით, დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა. წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ღირსეულად გადავლახოთ ის ბარიერები, ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს. ამის შემდეგ კი, გავხდებით იმ…

მეტი

თბილისის მერია ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

თბილისის მერია ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში  გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია “ნილთან”  ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაცდომებთან დაკავშირებით, „ნილს“, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, არაერთი გაფრთხილება და მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადაც მიეცა, თუმცა კომპანიამ ხარვეზის აღმოფხვრა ვერ შეძლო. ილია ელოშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში, საკვები პროდუქტების მიწოდების მხრივ, შეფერხებას ადგილი არ ექნება და ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტონომიურად…

მეტი

დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მისი თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ჩანაცვლდება ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები. „აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან უკვე მოემსახურება თბილისის მცხოვრებლებს. შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, ამ ავტობუსების შესყიდვა, რომ არა პრემიერ-მინისტრი. მინდა, ბატონ მამუკას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს…

მეტი

თბილისის მერია, დედაქალაქში, წლის ბოლომდე 220 რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს

თბილისის მერია, დედაქალაქში, წლის ბოლომდე 220 რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. კახა კალაძის თქმით, უკვე გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წლის ბოლომდე თბილისში  220 ერთეულ რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს. „მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი  ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ.  „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც…

მეტი

სააღდგომოდ, თბილისში უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

სააღდგომოდ, თბილისში უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან. გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,…

მეტი

პროფესიული გადამზადების პროგრამაში – „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება

პროფესიული გადამზადების პროგრამაში – „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად,  პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას – „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა.  „ქვეყანაში და თბილისშიც ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტი, რომელსაც „ისწავლე და დასაქმდი“ ჰქვია, გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა – ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა…

მეტი

დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა. კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის. “დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების…

მეტი

2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე განახორციელონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტაქსების რეფორმის განხორციელება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მიმართულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მოწესრიგდეს. სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთია ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით გასულ წელს დავგეგმეთ და  საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ….

მეტი

თბილისის “მეტროპოლიტენის” რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება

თბილისის “მეტროპოლიტენის” რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, – ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება მიმდინარეობს. „მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა,  მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან…

მეტი
1 2 3 4 5 8