კახა კალაძემ 2020 წელი შეაჯამა

კახა კალაძემ 2020 წელი შეაჯამა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმდინარე წლის ბოლო სხდომა ჩაატარა და გასული წელი შეაჯამა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2020 წელი იყო სერიოზული გამოწვევების წელი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსთვის. შესაბამისად, დედაქალაქის მერიასაც მოუწია პრიორიტეტების გადანაწილება და ზოგიერთი პროექტის შეჩერება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტშია ასახული და ეტაპობრივად განხორციელდება. „მინდა შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო. დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს, მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არსებული პანდემიის სახით სერიოზული…

მეტი

25-31 დეკემბრის ჩათვლით, BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობა დაშვებულია

25-31 დეკემბრის ჩათვლით, BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობა დაშვებულია

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში. როგორც თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება. „კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან, მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა…

მეტი

კალაძე: თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ეს სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს

კალაძე: თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ეს სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ იმ მოქალაქეების დასახმარებლადაა მიმართული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. „18 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგეობების განთავსება მიმდინარეობდა. ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან…

მეტი

კახა კალაძე:”არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს”

კახა კალაძე:”არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს”

თბილისის მერის განცხადებით, ის თავისი მერობის პერიოდში არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს. „თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ! ეს მისაღებია, მოსულა? გამეცით პასუხი, შეიძლება ამის გაკეთება? ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები, ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში სახლი და ა.შ. სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური…

მეტი

ისანში, საცხოვრებელ კორპუსში ახალი ლიფტი დამონტაჟდა

ისანში, საცხოვრებელ კორპუსში ახალი ლიფტი დამონტაჟდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი მოაწყო. მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქნიდა. შესრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო. „ამხანაგობამ გამგეობას მომართა თხოვნით, რომ გადავეჭრა პრობლემა, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს 25 წელი აწუხებდათ. ვინაიდან კორპუსი არასტანდარტულია, ძნელი იყო ლიფტის დამონტაჟება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და დღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი ლიფტი აქვთ“, –…

მეტი

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას “არქი” შეუერთდა

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას “არქი” შეუერთდა

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია ისევ გრძელდება. დღეს დეველოპერულმა კომპანიამ “არქი” თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი 500 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, “არქის” დამფუძნებელ ილია წულაიასთან და მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, კომპანიების მხრიდან მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის მერიამ უკვე შეძლო დამატებითი თანხების მობილიზება სხვადასხვა სოციალური…

მეტი

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

თბილისის მერია, საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების მიზნით, ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს – ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. „გამოვნახეთ საშუალება და ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ზუსტად ამ მიდგომებით ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყეთ რომ მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. ანალოგიურად იქნება ახლაც და მომდევნო დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ ამ მოხუცებისთვის საკვები…

მეტი

პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. “კერძოდ, პეკინის გამზირის N4 – დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთში გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი

ფონდმა “ქართუმ” თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ფონდმა “ქართუმ” თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება და მისი მოწყობისთვის სახსრებს ფონდი „ქართუ“ გაიღებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ორ წელიწადში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი იქნება გაშენებული. „აქ მოეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც არის ფონდ „ქართუს“ საჩუქარი ქალაქისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. კიდევ ერთი, ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში, სადაც ყველა თაობის…

მეტი

თბილისის მერია, კრიზისის დასაძლევად, კულტურის სფეროს დაფინანსებას ზრდის

თბილისის მერია, კრიზისის დასაძლევად, კულტურის სფეროს დაფინანსებას ზრდის

კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება. „ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. ერთ-ერთი…

მეტი
1 2 3 11