დედაქალაქის მერმა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის. “მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო ცვლილებებს და ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც: დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი მართლაც განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. მე…

მეტი

კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. როგორც კალაძემ განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიზნით თბილისში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. „კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ვარკეთილში კეთდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სრული სტანდარტების დაცვით, ასევე, მცირე ზომის სტადიონი. საფეხბურთო კომპლექსი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე, აღჭურვილი იქნება ღამის განათებით, ირგვლივ ტერიტორია კეთილმოეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჩვენი მიზანი და…

მეტი

კახა კალაზე: დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა “ევრობასკეტი 2021”-ს ღირსეულად უმასპინძლოს

კახა კალაზე: დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა “ევრობასკეტი 2021”-ს ღირსეულად უმასპინძლოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ღირსეულად უმასპინძლოს. როგორც მერმა „ევრობასკეტი 2021“-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სპორტული მოვლენა საქართველოში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას, ისე სპორტის განვითარებას. „მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რადგან მე გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს, იყო სპორტსმენი, რამდენი შრომაა  საჭირო წარმატების მისაღწევად, მაგრამ ერთია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა, თუმცა…

მეტი

კახა კალაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

კახა კალაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

თბილისის მერი, კახა კალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობას უხდის. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მართლაც დიდი სამუშაო გაწიეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი ჩვენი მოქალაქისთვის პირველადი…

მეტი

ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, პატიმრობა განისაზღვრა

ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, პატიმრობა განისაზღვრა

თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა.  “ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო. ცხოველის…

მეტი

კახა კალაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

კახა კალაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც უწყებამ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა. დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პროექტში ჩართულ მხარეებსა და დარგის ექსპერტებს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა – დარგის სპეციალისტებს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მადლობა მინდა ვუთხრა მინისტრ გიორგი გახარიას, რადგან შინაგან საქმეთა…

მეტი

კახა კალაძე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

კახა კალაძე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ფონდს პროექტის განსახორციელებლად, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა. „აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში, წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობდა, თუმცა ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს…

მეტი

თბილისის მერი, სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარადგენს

თბილისის მერი, სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარადგენს

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას, სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა  განაცხადა. კახა კალაძის თქმით, შენობების ექსპლუატაციაში მიღების წლების განმავლობაში არსებულმა პრაქტიკამ უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ პრობლემები დააგროვა და, შესაბამისად,   მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებული წესების გადახედვის საჭიროება შექმნა. „მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულებაა, როგორც სამშენებლო პროცესის, მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლი, ასევე, დასრულებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. ამ მიმართულებით, ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, რომელიც ბოლო წლებმა…

მეტი

კახა კალაძე მეტროსადგურ “ავლაბრის” რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა

კახა კალაძე მეტროსადგურ “ავლაბრის” რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა

თბილისის მერი, კახა კალაძე მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული პროექტი გადასახედია, რადგან ის არც დიზაინით და არც სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მისაღები არ არის. “საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. კერძოდ, იმაზე, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება, რათა იგი ყველაზე კომფორტული და სწრაფი იყოს. მეტროსადგურების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას, თუმცა გუშინ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო…

მეტი

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. თბილისის მერმა სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა. „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად…

მეტი
1 2