თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის 40 საზაფხულო საბავშვო ბაღში ორიდან ექვს წლამდე ასაკის 13 ათასი ბავშვისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტის – საზაფხულო ბაღების განხორციელებას. ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს. დღეიდან უკვე ხდება განაცხადების მიღება. 13 ათას აღსაზრდელს საშუალება ექნება, საზაფხულო ბაღებით ისარგებლონ. განაცხადების მიღება ელექტრონულად იწარმოებს. პროექტში მონაწილეობის მიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ“, – განაცხადა…

მეტი

ივლისში თბილისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

ივლისში თბილისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება. ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება. „რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი…

მეტი

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო. აქედან, სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო  ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია. ბაგა-ბაღების ეზოებში მოეწყო დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, საპარკო სკამები და ურნები. N71 ბაგა-ბაღში, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, მოეწყო გარე განათების სისტემაც. სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

მეტი