როდის და რა მარშრუტით იმოძრავებენ ახალი ავტობუსები თბილისში

როდის და რა მარშრუტით იმოძრავებენ ახალი ავტობუსები თბილისში

დედაქალაქის მერმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 8 – მეტრიანი და MAN-ის მარკის 10 – მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა. 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8 – მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. 8 – მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო MAN-ის მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად…

მეტი

მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება

მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება

2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. „მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. ქალაქში…

მეტი

Unesco-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

Unesco-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ, დღეს, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს. როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდი იუწყება, მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტმა, ეს რეკომენდაცია 2019 წლის ივნისში, შვეიცარიაში შეხვედრაზე გასცა. ამ მოვლენის აღნიშვნა, მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, 2021 წლის 23 აპრილს დაიწყება. იუნესკოს მიერ წიგნის…

მეტი

დედაქალაქს განვითარების ახალი გენერალური გეგმა ექნება

დედაქალაქს განვითარების ახალი გენერალური გეგმა ექნება

” ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა”, – განცხადება ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა: „დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა – ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას. თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით, ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები. მინდა, თითოეულ ამ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო ამ საქმიანობისთვის. 20-25 წლის განმავლობაში,…

მეტი

თბილისში ახალი ავტობუსები უახლოეს მომავალში შემოვა

თბილისში ახალი ავტობუსები უახლოეს მომავალში  შემოვა

თბილისის მერი, კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კახა კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ერთეული ავტობუსიდან ნაწილი უკვე დამზადებულია, რომლის ფერზე გადაწყვეტილებას თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღებენ. “90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც კომპანია MAN-მა გაიმარჯვა. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. უახლოეს მომავალში კი დამატებით, 90 ერთეული შემოვა. რა თქმა უნდა,…

მეტი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, თბილისში წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, თბილისში წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს თბილისში სასმელი წყლის ხარისხი შესაბამისობაში არ არის დადგენილ სტანდარტთან. “30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24…

მეტი