თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა იტალიის დედაქალაქში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, 95 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიცია დაიკავეს გუნდურ ჩათვლაში. პირველი ადგილი რუსეთს ერგო, მეორე კი – აზერბაიჯანს. ევროპირველობა ტრიუმფით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა, ვერცხლს დასჯერდა ბექა ლომთაძე, ბრინჯაოები კი ელიზბარ ოდიკაძეს და ავთო კენჭაძეს ერგოთ.

მეტი

გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი ევროპის  ორგზის ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილის (125კგ) ტრიუმფით დასრულდა რომის ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა, ოქროს ფინალში პოლონელი ბარანი აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი ერთადერთია, რომელმაც გიორგი იანტბელიძის გუნდს ოქროს მედალი მოუტანა. ვერცხლით დაასრულა რომის ევროპირველობაზე გამოსვლა ბექა ლომთაძემ (61კგ), ბრინჯაოებს კი ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და ავთო კენჭაძე (74კგ) დაეუფლნენ.

მეტი

ავთო კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ავთო კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ავთო კენჭაძემ (74კგ), იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, აშკარად დაჩაგრა ბულგარელი კიროვი, ბეჭებზე გააკრა და პირწმინდა გამარჯვება მოიპოვა – 8:0. გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. დღესვე, ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის – ირაკლი მწითური (92კგ).

მეტი

ბექა ლომთაძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ბექა ლომთაძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61კგ) ევროპის ვიცე ჩემპიონია. იტალიის დედაქალაქ რომში, დღეს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდება. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს საფინალო დღეს ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა, ბექა ლომთაძემ ფინალში, რუს ალეკსანდრ ბოგომოევთან შეხვედრაში 3:2 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში, ამ დროისთვის 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) და ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) მოიპოვეს. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ირაკლი მწითური (92კგ), ხოლო ოქროსთვის –…

მეტი

გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. კონტინენტის პირველობას რომი უმასპინძლებს 10-16 თებერვალს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იტალიაში 11 თებერვალს გაემგზავრებიან და ხალიჩაზე 14-16 თებერვალს გავლენ. გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნითი შეკრებას დუშეთში გადის, სადაც დღეს, საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ევროპული განაცხადიც შეივსო. ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: 57 კგ – ოთარ გოგავა 61 კგ – ბექა ლომთაძე 65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 70 კგ – მირზა სხულუხია ​74 კგ – ავთანდილ კენჭაძე…

მეტი

UWW: პეტრიაშვილი, ლომთაძე, წურწუმია და გობაძე მსოფლიოს პირველი ნომრები არიან

UWW: პეტრიაშვილი, ლომთაძე, წურწუმია და გობაძე მსოფლიოს პირველი ნომრები არიან

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი ფალავანი წონის უპირობო ლიდერი გახდა. განახლებულ რეიტინგში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია, 58 ქულით, 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია, მეორე ადგილზე კი, ყაზახი ზაკანშაა, რომელსაც აშკარა უპირატესობით მოუგო ქართველმა ფალავანმა ნურ სულთანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. ახალ რეიტინგში მსოფლიოს პირველი ნომერი, 60 ქულით გახდა 82 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძეც, რომელმაც ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატი, წურწუმიას მსგავსად ტრიუმფით დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. 72…

მეტი

ოლიმპიურმა კომიტეტმა ჭიდაობის ფედერაცია საუკეთესოდ აღიარა

ოლიმპიურმა კომიტეტმა ჭიდაობის ფედერაცია საუკეთესოდ აღიარა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ზედიზედ მეორედ, წლის საუკეთესო ფედერაციად ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დაასახელა. კუთვნილი პრიზი ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ ჩაიბარა. მოჭიდავეების აქტივში, წელს, 300-ზე მეტი მედალია. აქედან  100 მედალი ეროვნული ნაკრებების ანგარიშზეა. წელს, საქართველოს სულ 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს, აქედან 4 მოჭიდავეა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქრო აიღო. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, პლანეტის პირველობა გენო პეტრიაშვილმა და ბექა ლომთაძემ მოიგეს. მეორე ევროპულ თამაშებზე…

მეტი

წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე გახდა

წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე გახდა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წელი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა. სეოკ-ის ვერსიით, წლის საუკეთესო მწვრთნელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვთნელი, გიორგი იანტბელიძე გახდა, რომლის შეგირდებმაც ყაზახეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გარდა ამისა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მინსკის ევროპულ თამაშებზე კი 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.    

მეტი

ზედიზედ მეოთხედ – ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულია

ზედიზედ მეოთხედ – ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულია

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყოველწლიური შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და ნაკრებები გამოავლინეს. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გოგა ბითაძე დასახელდა. მესამე ადგილი ლუკა მაისურაძეს ერგო, მეორე კი – ეთერ ლიპარტელიანს. საუკეთესო მწვრთნელი, სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით გიორგი ასანიძე გახდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ნაკრების თავკაცი, გიორგი იანტბელიძე, მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეზე – წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი – რევაზ ჩომახიძე. საუკეთესო ნაკრებად ძალოსანთა ეროვნული გუნდი დასახელდა, მეორე ადგილი წყალბურთელებს ერგოთ, ხოლო…

მეტი

ჭიდაობა: ბალავაძე-კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი სტარტს ხვალ აიღებს

ჭიდაობა: ბალავაძე-კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი სტარტს ხვალ აიღებს

ხვალიდან, თბილისის სპორტის ახალი სასახლე, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყნის სამასამდე სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საბოლოოდ სწორედ ამ ტურნირის შემდეგ დაკომპლექტდება. აღნიშნული შეჯიბრება, რამდენიმე წონით კატეგორიაში, სწორედ ქართველი სპორტსმენებისთვის გაარკვევს, თუ ვინ იჭიდავებს პლანეტის პირველობაზე. ტურნირის განრიგი ასეთია: 7 აგვისტო 12.00 – 16.00 – წინასწარი შეხვედრები FS – 61,70,79, 92 kg; GR –…

მეტი
1 2 3