გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ირაკლი მწითური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ირაკლი მწითური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი (125კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ნურ სულთანში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის პეტრიაშვილი პირველია, რომელმაც ფინალში გასვლა შეძლო და ოქროს მედლისთვის და ტიტულის შესანარჩუნებლად იჭიდავებს. ამასთან, ქართველმა ფალავანმა ტოკიოს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა. ოქროს მედლისთვის მატჩში გენოს მეტოქე თურქების ოლიმპიური ჩემპიონი, ტაჰა აკგული იქნება, რომელსაც 2017 წლის პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სძლია, გასულ წელს კი, თურქი სულაც მედლის გარეშე დარჩა. ნახევარფინალში ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა უკრაინელი ხოციანივსკი…

მეტი

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. ეს ლიცენზია საქართველოსთვის მეოთხეა. ამ დროისთვის, ოლიმპიური თამაშები საქართველოს ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, გიორგი მელიამ (97კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) მოუტანეს. გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, რომლითაც უკვე ექვსეული დააფიქსირა და ავტომატურად აიღო ოლიმპიადის ლიცენზია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფინალში გადასასვლელად უკრაინელ ხოციანივსკის შეერკინება.  

მეტი

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ნახევარფინალში არიან. გენო პეტრიაშვილმა კი აშკარა უპირატესობით მოუგო  ჯერ კოსოვოელ შალას, 1/4 ფინალში კი სირიელი ხუტაბა. ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ამ გამარჯვებით, პეტრიაშვილი უკვე შევიდა ექვსეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ლიცენზია მოუტანა, საქართველოს კი – მეოთხე. ირაკლი მწითურმა 5-0 დაამარცხა იაპონელი ტაკუმა ოტსუ და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოქმედ…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხვალიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ. გიორგი იანტბელიძის გუნდი ყაზახეთში 15 სექტემბერს გაემგზავრა. ეროვნული გუნდის შემადგენლობა, ოლიმპიური თამაშების წინა ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე ასეთია: 57 კგ ოთო გოგავა 61 კგ ბექა ლომთაძე 65 კგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 70 კგ ზურაბ იაკობიშვილი 74 კგ ავთანდილ კენჭაძე 79 კგ ნიკა კენჭაძე 86 კგ სანდრო ამინაშვილი 92 კგ ირაკლი მწითური 97 კგ ელიზბარ ოდიკაძე 125 კგ გენო პეტრიაშვილი 19 სექტემბერს ხალიჩაზე 57…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პრობლემებით მიემგზავრება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პრობლემებით მიემგზავრება

რამდენიმე დღე და ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში სტარტს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს. ტურნირს, წინა წლებისგან განსხვავებით, ძალიან პრინციპული და დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთში პრობლემებით მიემგზავრება. როგორც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ნაკრების 70%-ს დღეს ტრავმები აქვს, ამიტომ დასახული მიზანი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებაა. გენო პეტრიაშვილის უშუალო კონკურენტ თურქ ტაჰა აკგულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის წინააღმდეგ, კვლავ…

მეტი

ნურ სულთანის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება

ნურ სულთანის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება

2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. გარდა იმისა, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების 10-10 კაციანი შემადგენლობა პლანეტის უძლიერესის ტიტულისთვის იბრძოლებს, 6 ოლიმპიურ წონით კატეგორიაში, ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს. ყაზახეთის დედაქალაქში, 14-22 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო პირველობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია. ოლიმპიური კვალიფკაციის გარდა, 2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგები, პირველად ისტორიაში, რეიტინგში მთელი სეზონის განმავლობაში  თითოეულ წონით კატეგორიაში ტოპ ოთხეულს განსაზღვრავს,…

მეტი

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მეოთხე მედალი ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ შემატა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე  მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა. ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა (125კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძემ (74კგ). ხვალ, მინსკში ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული დღეები იწყება. პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს…

მეტი

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაჭარაშვილი, გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გენო პეტრიაშვილის არყოფნაში, აბსოლუტურ წონაში გადაწიეს და მას, ნაცვლად 97 კილოსი, 125 კილოში უწევდა ასპარეზობა. როგორც ჩანს, მწვრთნელების ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც, მაჭარაშვილი ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ფინალში, მაჭარაშვილი რუს ანზორ ხიზრიევს შეერკინა, რომელიც ქართველზე მთელი თავით მაღალია და 23 კილოთი მძიმე. მიუხედავად მეტოქის ამხელა უპირატესობისა, მაჭარაშვილმა ტოლი არ დაუდო ხიზრიევს…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ავთანდილ კენჭაძე მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ) მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მასპინძელი, ბელარუსი აზამატ ნურიკოვი დაამარცხა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედლისთვის, რუს ხიზრიევს გივი მაჭარაშვილი (125კგ) დაეჭიდება, ხვალ კი, ასევე ჩემპიონის ტიტულისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) იჭიდავებს.

მეტი

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125კგ) მინსკის ევროპული თამაშების ფინალშია. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ჯამალუდინ მაგომედოვი 4:2 დაამარცხა და პირველია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ხვალ. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილი 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და თავისზე 23 კილოთი მეტ მეტოქეს სძლია. ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ხვალ ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და ლაშა ლომთაძე (57კგ).    

მეტი
1 2