ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ნახევარფინალში გავიდა. 1/4 ფინალში, ქართველმა ფალავანმა თურქი იასარლი 0:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ოდიკაძე, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ფინალში გასასვლელად ოდიკაძეს ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინს დაეჭიდება. ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

მეტი

ზურა იაკობიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო

ზურა იაკობიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭდავეთა ნაკრებისთვის არც თუ სასიამოვნოდ დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონმა და პრიზიორმა, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანმა, ზურა იაკობიშვილმა კვალიფიკაციაშივე დათმო შეხვედრა და ბრინჯაოს შანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ გაჯიევი ფინალში გასვლას შეძლებს. უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე ეტაპი იაკობიშვილისთვის, ფაქტობრივად, ფინალის ტოლფასი იყო. მისი მეტოქე, პოლონეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედმურად გაჯიევი იყო, რომელსაც 2017 წელს, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აჯობა. ამჯერად, გაჯიევმა იაკობიშვილს შანსი არ დაუტოვა – 0:7. რაც შეეხება…

მეტი

ბექა ბუჯიაშვილი ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

ბექა ბუჯიაშვილი ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე  ბექა ბუჯიაშვილი (57კგ) ბულგარეთის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ფალავანმა, ფინალში, მსოფლიოს პრიზიორი, თურქი სულეიმან ატლი 6:3 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. გარდა ბუჯიაშვილისა, ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა კენჭაძემ (79კგ), ხოლო ვერცხლი – ირაკლი მწითურმა (92კგ). რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს (125 კგ), ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში, უკრაინელ მეტოქეს ხელის ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.  

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ოვანეს სააკიანის ხსოვნის საერთაშორისო ტუნირზე გამოსვლა 9 მედლით დაასრულეს. 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია ქართველი ფალავნების შედეგი უკრაინიდან. ტურნირის გამარჯვებულები დავით ტლაშაძე (74 კგ), მამუკა კორძაია (97 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) გახდნენ, ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად, მეორე საპრიზო ადგილები გოგა ძიგუამ (57 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და თორნიკე კვინიკაძემ (86 კგ) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი მირზა სხულუხია (70 კგ),…

მეტი

9-დან 9 ოქრო – ქართველი მოჭიდავეების ფენომენალური შედეგი

9-დან 9 ოქრო – ქართველი მოჭიდავეების ფენომენალური შედეგი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებითა და  ფენომენალური შედეგით დასრულდა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი. ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე, 9 შესაძლებლობიდან, ქართველმა მოჭიდავეებმა ცხრა ოქრო მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში, უპირობოდ, პირველი ადგილი დაიკავეს. ბულგარეთის ტურნირის ტრიუმფატორები არიან: რობერტ დინგაშვილი (57 კგ) ედემი ბოლქვაძე (65 კგ) ივერი ჯულაყიძე (70 კგ) გიორგი სულავა (74 კგ) ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) ზაურ ბერაძე (86 კგ) დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) ბექა ჭელიძე (97 კგ) ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გიორგი…

მეტი