პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდებას მიანიჭებს

პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდებას მიანიჭებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ ჯანჯღავას ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირადად გააცნო და “ნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ის უპრეცენდენტო წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის განცხადებით, გენერლის წოდება ნიკოლოზ ჯანჯღავას წარმატებული სამხედრო კარიერის და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის წარმატებით ჩატარებისთვის მიენიჭება. პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა 2016 წლიდან საქართველოს თავადაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილეა. ნიკოლოზ ჯანჯღავას სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში. ჯანჯღავა  2001 – 2002 წლებში აშშ-ის…

მეტი

დუშეთში, ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა

დუშეთში, ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის საიუბილეო ღონისძიებაზე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ განაცხადა. 12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 48 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრა. ბრიგადის გენერალმა ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან გმირის სახელობის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ზურაბ იარაჯულის ღვაწლზე ისაუბრა და მისი…

მეტი