შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვისას – ირაკლი ღარიბაშვილი

შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვისას – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობს განახლებულ შემადგენლობას პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ გახარიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში უმნიშვნელო ცვლილებები იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის სამინისტროს კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. გიორგი გახარიას განმარტებით, ეს ცვლილებები მათ პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარია მამუკა ბახტაძის შემცვლელად დაასახელა.

მეტი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ  ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები,…

მეტი