მამუკა ბახტაძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას შეხვდა

მამუკა ბახტაძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას შეხვდა

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა. გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, პრემიერმა საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა წვრთნები, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით მიმდინარეობს, კერძოდ – სწავლება „ღირსეული პარტნიორი” (Noble partner). საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას….

მეტი