- კახა კალაძე: 2021 წელს პრიორიტეტი სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მხარდაჭერაა
- გიორგი მელია ნიცის გრან პრის ჩემპიონია, წურწუმია უმედლოდ დარჩა
- 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან
- ქართველი მოჭიდავეები საფრანგეთის გრან პრიზე გამოვლენ
- ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია
ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფი და ოქრო დოჰაში
წლის პირველ ტურნირზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონის ტიტული 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) დაიმსახურა, რომელმაც ფინალამდე ძალიან ძლიერი მეტოქეები ჩამოიშორა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გრიგალაშვილმა, გასული წლის მიწურულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ერთადერთი აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში, ვინც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. გუშინ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) ბრინჯაოს აღება მოახერხა.
მეტი