10 აგვისტოს ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა იწურება

10 აგვისტოს ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა იწურება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ტაქსის მფლობელებს ვაუჩერების გაცემის ვადის ამოწურვის შესახებ შეახსენა. “მინდა, მივმართო ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს, იაქტიურეთ, რადგან 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემა იწურება. მთავრობის ყველა სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ განცხადებებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად არის შესაძლებელი, როგორც ფირის გადაკვრის,…

მეტი

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას – taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ. „ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეფორმის პარალელურად, რა თქმა უნდა, ტაქსების მფლობელებთან მჭიდრო კომუნიკაციას განვაგრძობთ. სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მძღოლების მიერაა შექმნილი, საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს….

მეტი

2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე განახორციელონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტაქსების რეფორმის განხორციელება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მიმართულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მოწესრიგდეს. სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთია ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით გასულ წელს დავგეგმეთ და  საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ….

მეტი