სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა

საკრებულოს წევრს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს, პროკურატურამ სამსახურში მისვლისა და უფლებამოსილების განხორციელების უფლება არ მისცა. როგორც მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ილია ჯიშკარიანს ელექტრონული ხელმოწერები და სხვადასხვა აუცილებელი საქმე აქვს შესასრულებელი, თუმცა, პროკურატურამ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მას სამსახურში მისვლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის უფლება არ მისცა: „მოგეხსენებათ,სასამართლომ ილიას აუკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ამის უფლება მას მხოლოდ პროკურორის სპეციალური ნებართვის საფუძველზე ექნება. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, ამ ეტაპზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამგვარი ქმედებით, ზარალდება…

მეტი

ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს,  სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, “ნიუ ჰოსპიტალის” კლინიკაში გაიმართა, სადაც ჯიშკარიანი მკურნალობას გადის. 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ამასთან, მოსამართლემ, ბრალდებულს დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება და საქმის მოწმეებთან კომუნიკაციაც აუკრძალა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარედგინა. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

მეტი