ისტორიული შეთანხმება მიღწეულია: აშშ და თალიბანი ავღანეთში მშვიდობაზე შეთანხმდნენ

ისტორიული შეთანხმება მიღწეულია: აშშ და თალიბანი ავღანეთში მშვიდობაზე შეთანხმდნენ

აშშ-მ და რადიკალურმა დაჯგუფება “თალიბანმა” ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ისტორიული შეთანხმებით, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდება, რომელმაც უკვე შეიწირა ათეულ ათასობით სიცოცხლე და მილიარდობით დოლარი. ავღანეთში მყოფი 13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი შინ დაბრუნდება.  იმ შემთხვევაში, თუ თალიბანი შეთანხმების პირობებს დაიცავს, ამერიკული ჯარი ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის, მოლაპარაკებები დაიწყება. თალიბანი არც ერთ მის წევრს და არც “ალ-ქაიდას” არ მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია…

მეტი