ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს

ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ხალვაშის განცხადებით, ის არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, თუმცა ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლებს და მის ნაცვლად, ამ თანამდებობაზე პირად ადვოკატს, პაატა სალიას დანიშნავს, რომელიც თავის მხრივ, ტელეკომპანიაში მისვლისთანავე არსებული ფინანსური მდგომარეობის შესწავლას დაიწყებს. “დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული…

მეტი

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილისა საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სრული მარცხით დასრულდა. “გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე, ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა…

მეტი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის ექვსივე სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად სცნო. გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ტელეკომპანიას 3-თვიანი ვადა აქვს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სრული თრგმანი გამოაქვეყნა, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ. “2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − “რუსთავი 2” (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს “ტელეკომპანია საქართველო”, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ. ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ: ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ…

მეტი

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს საქმეზე, საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხრიდან მიუკერძოვებლობისა და დამოუკიდებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. „სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მეორედან მეოთხემდე მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 § 1 მუხლის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი არა; სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის…

მეტი