ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

СOVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCov ფონდში შეტანილი თანხა 8 აპრილს 100 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. “ფონდი ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ეს თანხა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა და მის ოჯახმა ჩარიცხა. “ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში 100 მილიონ ლარს შეადგენს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა”, – განაცხადა ჩხეტიანმა. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის…

მეტი