შსს-ს მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

შსს-ს მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ. საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო…

მეტი

აფრიკის დასახლებაში, შენობების დემონტაჟისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

აფრიკის დასახლებაში, შენობების დემონტაჟისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

აფრიკის დასახლებაში, შენობების დემონტაჟისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მუნიციპალურ ინსპექციას, შენობების დანგრევის შესახებ ისინი წინასწარ არ გაუფრთხილებია. „ უცბად მოვიდნენ არჩევნების შემდეგ, გაფრთხილება არ ყოფილა, რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი, რომ ბავშვებს სახლი და დასაძინებელი ადგილი ჰქონდეთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში  8 ადამიანია დაკავებული. რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი…

მეტი

ბიძინა ესებუას ავტომანქანიდან საბრძოლო მასალა და საველე აღჭურვილობა ამოიღეს

ბიძინა ესებუას ავტომანქანიდან საბრძოლო მასალა და საველე აღჭურვილობა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა – 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც…

მეტი

შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა – წლის ძარცვის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება

შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა – წლის ძარცვის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება

შსს-მ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას ძმა დააკავა.  განცხადებას ამის შესახებ უწყება მოგვიანებით გაავრცელებს, მანამდე დაკავები მიზეზი უცნობი რჩება. 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. იგი ნახევარ მილიონს ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს მოითხოვდა. მოლაპარაკების შემდეგ,  თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით, ნახევარ მილიონთან ერთად გაიქცა.  

მეტი

ბიზნესმენს “ქურდებისთვის” 10 000$-ის გადახდა მოსთხოვეს

ბიზნესმენს “ქურდებისთვის” 10 000$-ის გადახდა მოსთხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2 ადამიანი, რომლებმაც თეთრიწყაროში მომუშავე ბიზნესმენს .ე.წ კანონიერი ქურდის, ბორია აფაქელას სახელით, ქურდული სამყაროს სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვდნენ. დაკავებულების, 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს – კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს….

მეტი

შსს-მ კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა

შსს-მ კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. შსს-ს ცნობით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა. „ორივე…

მეტი

“საქართველოს ბანკიდან” თანხის გატაცების ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

“საქართველოს ბანკიდან” თანხის გატაცების ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღმის მასივში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის…

მეტი

3 000 მეხანძრე-მაშველიდან “კოვიდ-19” დადასტურებული აქვს 173 მეხანძრე-მაშველს

3 000 მეხანძრე-მაშველიდან “კოვიდ-19” დადასტურებული აქვს 173 მეხანძრე-მაშველს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეხანძრე-მაშველების ინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს. “განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან. მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების. ამ დროისთვის, მთელი საქართველოს…

მეტი

იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 1177 ადამიანი დაჯარიმდა

იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 1177 ადამიანი დაჯარიმდა

ბოლო 24 საათში, შეზღუდვების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 1177 ადამიანი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად (იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა)…

მეტი

ნინო ლომჯარია – ასე იწყება ტერორიზმი!

ნინო ლომჯარია – ასე იწყება ტერორიზმი!

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება- ასე იწყება ტერორიზმი!”, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს. „ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა…

მეტი
1 2 3 13