პროკურორი: ხაზარაძემ სასამართლოზე ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი წარმოადგინა, რომლის შედგენა ნებისმიერს შეუძლია

პროკურორი: ხაზარაძემ სასამართლოზე ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი წარმოადგინა, რომლის შედგენა ნებისმიერს შეუძლია

სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმაც. მისი თქმით, ბიზნესმენის მიერ სასამართლოსთვის გადაცემული წერილის შინაარსი მისთვის ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება წერილის ფორმას, პროკურორი აცხადებს, რომ “მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ან ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: მივიტანე წერილის ასლი. ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე

მამუკა ხაზარაძე: მივიტანე წერილის ასლი. ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი, რომლის თაობაზეც მან გუშინ, პარლამენtტის ტრიბუნიდან ისაუბრა, პროკურორებს უკვე გადასცა. „ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები, მოსამართლის თანდასწრებით. გადავეცი წერილის ასლი. გავაკეთე კომენტარები. მე კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა მენტალიტეტის პროკურატურა… წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ. რაც შეეხება წერილის შინაარსს, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს “პროკურატურის კომპეტენციაა” და თავად შეუძლიათ, გაასაჯაროონ. მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა, დაახლოებით, 2…

მეტი

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძეს, წერილთან დაკავშირებით, დღეს გამოკითხავს

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძეს, წერილთან დაკავშირებით, დღეს გამოკითხავს

TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. საქმე ეხება იმ წერილს, რომლის შესახებაც, გუშინ ხაზარაძემ პარლამენტში, TBC ბანკის საქმეზე საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც “რაღაცეების შესრულებას” სთხოვდნენ, თუმცა ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ გახარიას მოთხოვნები არ შეუსრულებიათ. თავად გიორგი გახარია წერილის არსებობის ფაქტს უარყოფს, ხაზარაძეს კი ამ საკითხზე დღეს საქალაქო სასამართლო გამოკითხავს. TBC ბანკის დამფუძნებლის გამოკითხვა სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრი ემუქრებოდა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრი ემუქრებოდა

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ემუქრებოდა. ეს განცხადება დღეს ხაზარაძემ პარლამენტში გააკეთა. ხაზარაძის განმარტებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო, თუმცა TBC ბანკის დამფუძნებელი წერილის შინაარსის გასაჯაროებას არ აპირებს. „ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და ნამდვილად არ ვაპირებთ წერილების ფრიალს. არ გვინდა, პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ, იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, დაგვეხმაროთ, რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა. ალბათ, აზრი არ აქვს…

მეტი

გიორგი გახარია: თუ ვინმემ ეს მასალა პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად გამოიყენა, ისიც იქნება დასჯილი

გიორგი გახარია: თუ ვინმემ ეს მასალა პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად გამოიყენა, ისიც იქნება დასჯილი

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილესა და გავრცელებული ინფორმაციით,”ქართული ოცნების” მთავარ PR კონსულტანტთან – ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა.  “ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი: ყველა, ვინც  კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის – იქნება დასჯილი. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს – იქნება დასჯილი. თუ ვინმე სხვამ, მესამე…

მეტი