ინტრიგის გარეშე: საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის მეორე ეტაპზეა

ინტრიგის გარეშე: საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის მეორე ეტაპზეა

საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. სოსო ფრუიძის გუნდმა, ყოველგვარი ინტრიგის გარეშე, მშვიდად მოუგო ლუქსემბურგის “ფოლას” და შემდეგ რაუნდში გადავიდა. შეხვედრაში, 25-ე წუთზე ანგარიში არდაზიშვილმა გახსნა, მალევე კი, უხეში თამაშის გამო, მსაჯმა მოედნიდან  მუჰარემოვიჩი გააძევა და “ფოლა” მინდორზე კაცნაკლული დარჩა. რიცხვობრივი უპირატესობა არ გამოუყენებია “ჩიხურას”. მეორე გოლი მეტოქის კარში 74-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა, “ფოლამ” კი სხვაობა 89-ე წუთზე 11 მეტრიანი დარტყმით შეამცირა. ორი მატჩის ჯამში, საჩხერლებმა მეტოქეს 4:2 აჯობეს და მომავალ მეტოქეს ხვალ…

მეტი

“ჩიხურამ” ლუქსემბურგში მოიგო

“ჩიხურამ” ლუქსემბურგში მოიგო

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საჩხერის “ჩიხურამ” ლუქსემბურგში, “ფოლეს” წინააღმდეგ გამართა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, მატჩის შემოტრიალება და მოგება შეძლო. მასპინძლები, 22-ე წუთზე, 11 მეტრიანით დაწინაურდნენ. “ჩიხურამ” წონასწორობის აღდგენა 59-ე წუთზე სარდალიშვილის გოლით მოახერხა. გადამწყვეტი გოლი კი გიორგი კორიფაძის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე პენალტით შეძლო საკუთარი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების მოტანა. სოსო ფრუიძის გუნდი განმეორებით შეხვედრას 18 ივლისს ჩაატარებს. ფოტო: ჩიხურა

მეტი