ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 6 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ), ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ). მამაკაცებიდან, კლუჟში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ) მონაწილეობდა, რომელიც ასევე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მეტი

ქართველი ქალი ძიუდოისტების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ევროპის ღია პირველობიდან

ქართველი ქალი ძიუდოისტების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ევროპის ღია პირველობიდან

ევროპის ღია პირველობაზე, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ უმასპინძლა, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს. სოფიო სომხიშვილმა (+78კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) ოქროს ფინალები დათმეს. მძიმე წონაში, სომხიშვილი ჩინელ იან ვანგთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ლიპარტელიანმა კი ჩემპიონის ტიტული პოლონელ არლეტა პოდოლაკს დაუთმო. მარიამ ჭანტურიამ (-70კგ) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება რეპეშაჟიდან შეძლო, სადაც ჩინელ ანქი სუნს სძლია.    

მეტი