სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაბუა დააკავა და მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით  იძიებს,  რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მეტი