რეზი ღვინიაშვილი: „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

რეზი ღვინიაშვილი: „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კომპანია „სმაილ მიქსი“ მონაწილეობდა. კომპანიამ, სკოლა პრემიუმ ხარისხის საღებავებით მოამარაგა. დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, კომპანიის წარმომადგენელმა, რეზი ღვინიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც ითანამშრომლოს მსგავსი პროექტის განხორციელებაში. რეზი ღვინიაშვილი: „სკოლა ძალიან მომეწონა და მოხარულები ვართ, რომ მსგავს კამპანიაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენმა კომპანიამ სკოლა საღებავებით მოამარაგა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ჟესტია და ბევრმა კომპანიამ უნდა მოგვბაძოს ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“.

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი