ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2019 წლის ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 14 სექტემბრიდან დაიწყებს. წლევანდელ მსოფლიოს დიდი მნიშვნელობა აქვს – ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ყოლია. ბოლო ორ წელიწადში გუნდის მონაპოვარი 4 ბრინჯაოს მედალია, წელს კი მიზანი საკმაოდ ამბიციურია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროგრამა მინიმუმი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობაა, მთავარი კი ისაა, რომ ნურ სულთანიდან…

მეტი

მიკერძოებული მსაჯობით, შმაგი ბოლქვაძე ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

მიკერძოებული მსაჯობით, შმაგი ბოლქვაძე ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია. ფინალურ მატჩში, ქართველი ფალავანი რუს ზაურ კაბალიევს უპირისპირდებოდა. მისი მეტოქე მთელი შეხვედრის განმავლობაში პასიური იყო, თუმცა, მსაჯების აშკარა მიკერძოებით, როდესაც ქართველი 0:1 ამრცხებდა რუსს, პასიურობისთვის ბოლქვაძე დასაჯეს, პარტერში კი რუსმა ორ ქულიანი ილეთი შეასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია. დღეს, ბრინჯაო ეროვნულ გუნდს დავით ჩხარტიშვილმა მოუტანა. ხვალ, ოქროსთვის – იაკობ ქაჯაია, ხოლო ბრინჯაოსთვის, რევაზ ნადარეიშვილი იბრძოლებს.

მეტი

შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ფინალში რუს კაბალოევს დაეჭიდება

შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ფინალში რუს კაბალოევს დაეჭიდება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (67კგ) მეორე ევროპული თამაშების ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ქულების დაუკარგავად მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხი კარენ ასლანიანი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რუს ზაურ კაბალოევს დაეჭიდება. ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან დავით ჩხარტიშვილმა (60კგ), რომელმაც დრამატულ ბძოლაში, უნგრელ ერიკ ტორბასთან მინიმალური სხვაობით – 6:5 წააგო. ამ დაპირისპირებაში სტარტზე ჩხარტიშვილი დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა პარტერში ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მეტოქეს გდება გაუკეთა და აქვე ქულა დაკარგა. მსაჯებმა ეს ეპიზოდი 4…

მეტი

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. მისი გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. იანტბელიძის გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

2 ოქრო, 1 ვერცხლი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა უნგრეთში მედლები გაინაწილეს

2 ოქრო, 1 ვერცხლი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა უნგრეთში მედლები გაინაწილეს

100%-იანი შედეგი აჩვენა უნგრეთის საერთაშორისო გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ტურნირი, რომელიც UWW-ს (ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება) ეგიდით, უნგრეთის ქალაქ დიორში დღეს დაიწყო, სარეიტინგო ტურნირების სერიაში შედის. პირველ საშეჯიბრო დღეს, საჭიდაო ხალიჩაზე სამი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და სამივე მათგანი ფინალში გავიდა. 72 კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი არ შედგა. საჩინო დავითაია ნეკნის ტრავმის გამო შმაგი ბოლქვაძეს ვერ გამოუცხადდა, შესაბამისად, ბოლქვაძეს ოქროს მედალი ერგო, დავითაიას კი – ვერცხლი. 82 კგ-ში, კიდევ ერთმა ქართველმა,…

მეტი