სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება

საქართველოს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება – გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში…

მეტი

სასწავლო პროცესი არ შეჩერდება – სკოლებში სანიტარული ნორმები გამკაცრდება

სასწავლო პროცესი არ შეჩერდება – სკოლებში სანიტარული ნორმები გამკაცრდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. როგორც განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. „კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმენლად, სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად, სკოლებში მოთხოვნები…

მეტი

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მე-11 და მე-12 კლასელებს დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნებათ

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მე-11 და მე-12 კლასელებს დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნებათ

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნებათ. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11…

მეტი

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის 166-ე საჯარო სკოლას კამპანიის კეთილი ნების ელჩები: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი ეწვივნენ. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ ალანიაც ესწრებოდნენ. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა მოზარდებთან ბულინგისა და დისკრიმინაციის პრობლემის არსის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითები განიხილეს. საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს ცნობილმა სპორტსმენებმაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული…

მეტი